27/06/2022 27/06/2022 სიონის ტაძრის მგალობელი, ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი, ბოლო დროს კი საესტრადო ჟანრში მოღვაწე ლევან კბილაშვილი სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან და თან გაიყოლა მრავალთა გულისტკივილი. გამორჩეული ხმისა და სულიერი სამყაროს მქონე ეს პიროვნება ჯერ კიდევ ძიების პროცესში იყო და მრავალი ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი, თუმცა ღვთის წინაშე სურვილიც საქმედ შეერაცხება. აღვავლენთ ლოცვებს ლევანის უკვდავი სულისათვის, რათა...
27 Ιουνίου, 2022 - 14:34

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ლევან კბილაშვილის გარდაცვალების გამო

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ლევან კბილაშვილის გარდაცვალების გამო

სიონის ტაძრის მგალობელი, ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი, ბოლო დროს კი საესტრადო ჟანრში მოღვაწე ლევან კბილაშვილი სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან და თან გაიყოლა მრავალთა გულისტკივილი.

გამორჩეული ხმისა და სულიერი სამყაროს მქონე ეს პიროვნება ჯერ კიდევ ძიების პროცესში იყო და მრავალი ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი, თუმცა ღვთის წინაშე სურვილიც საქმედ შეერაცხება.

აღვავლენთ ლოცვებს ლევანის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მის მშობლებს, და-ძმასა და ახლობლებს მოანიჭოს ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ლევანი უკვე გახდა.

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων