სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი თურქეთის პრეზიდენტს
მის აღმატებულებას, თურქეთის პრეზიდენტს, ბ-ნ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო,
მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქეც.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს.
ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად გამოსწორებას.
ღმერთი მშვიდობისა იყოს თქვენთან და ყოველთა თანა ამინ.
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.