24/10/2023 24/10/2023 ღვთივ განისვენა სიონის საკათედრო ტაძრის უძველესმა მრევლმა, ყველასათვის საყვარელმა, გამორჩეულმა და პატივსაცემმა ქალბატონმა ელენე (ზამირა) მახარაძემ. იგი ათეისტური რეჟიმის პირობებშიც არ უშინდებოდა რეპრესიებს და თავის სიყვარულს უფლისა და ეკლესიისადმი ყველას წინაშე უშიშრად ავლენდა; ამასთან, ამ გრძნობას თავის პატარა აღსაზრდელებს და გარშემომყოფთაც უნერგავდა და წლების მანძილზე მაგალითს აძლევდა მათ. ცხოვრების ასეთი წესი გმირობის ტოლფასი იყო იმ...
24 Οκτωβρίου, 2023 - 16:34

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

ღვთივ განისვენა სიონის საკათედრო ტაძრის უძველესმა მრევლმა, ყველასათვის საყვარელმა, გამორჩეულმა და პატივსაცემმა ქალბატონმა ელენე (ზამირა) მახარაძემ.

იგი ათეისტური რეჟიმის პირობებშიც არ უშინდებოდა რეპრესიებს და თავის სიყვარულს უფლისა და ეკლესიისადმი ყველას წინაშე უშიშრად ავლენდა; ამასთან, ამ გრძნობას თავის პატარა აღსაზრდელებს და გარშემომყოფთაც უნერგავდა და წლების მანძილზე მაგალითს აძლევდა მათ.

ცხოვრების ასეთი წესი გმირობის ტოლფასი იყო იმ დროს.

მისი ამგვარი განწყობის შედეგი იყო ისიც, რომ ქალბატონ ელენეს ერთადერთმა შვილმა, დედა ევგენიამ, უფლის გზით სვლა აირჩია. დღეს იგი იღუმენიაა და იერუსალიმში მოღვაწეობს.

აღვავლენთ ლოცვებს ქალბატონ ელენეს (ზამირას) უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი და წიაღი მამამთავარ აბრაამისა დაუმკვიდროს; ხოლო დედა ევგენიას, მის ახლობლებსა და თქვენ ყოველთა მოგმადლოთ მშვიდობა და ლოცვის ძალა.

 

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოოლიკოს-პატრიარქი

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων