31/10/2025 31/10/2025 მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, სინას, ფარანისა და რაითის მთავარეპისკოპოსს და სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის წინამძღვარს, მეუფე სვიმეონს თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მიიღეთ ჩვენი მილოცვა სინას მთის მთავარეპისკოპოსად თქვენს არჩევასა და მღვდელმთავრად კურთხევასთან დაკავშირებით. ყოვლადმოწყალე ღმერთმა ინება, რომ თქვენ ყოფილიყავით უძვირფასესი სიწმინდისა და მადლით განმსჭვალული ადგილის — სინას მთისა და წმინდა ეკატერინეს მონასტრის — წინამძღვარი, სულიერი მოძღვარი და მზრუნველი...
31 Οκτωβρίου, 2025 - 16:49

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა სინას, ფარანისა და რაითის მთავარეპისკოპოსს

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა სინას, ფარანისა და რაითის მთავარეპისკოპოსს

მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას,

სინას, ფარანისა და რაითის მთავარეპისკოპოსს
და სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის წინამძღვარს,

მეუფე სვიმეონს

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,

მიიღეთ ჩვენი მილოცვა სინას მთის მთავარეპისკოპოსად თქვენს არჩევასა და მღვდელმთავრად კურთხევასთან დაკავშირებით. ყოვლადმოწყალე ღმერთმა ინება, რომ თქვენ ყოფილიყავით უძვირფასესი სიწმინდისა და მადლით განმსჭვალული ადგილის — სინას მთისა და წმინდა ეკატერინეს მონასტრის — წინამძღვარი, სულიერი მოძღვარი და მზრუნველი მამა.

უფალმა შეგაძლებინოთ ღვთივსათნო თავმდაბლობითა და მორჩილებით ბოლომდე ზიდოთ ეს საპატიო და მადლმოსილი ჯვარი.

სინას მთას, საქართველოს ეკლესიასა და ქართველ ერს ოდითგანვე მჭიდრო სულიერი ურთიერთობა აკავშირებს: საუკუნეების განმავლობაში მრავალი ქართველი სასულიერო მოღვაწე აღასრულებდა აქ ლოცვით და შრომით აღსავსე მოღვაწეობას, თარგმნიდა წმინდა წერილს, აგიოგრაფიულ და ჰომილეტიკურ ნაშრომებს, ქმნიდა ასკეტურ და ლოცვათა კრებულებს. ამ ღვაწლის ცოცხალ მოწმობას წარმოადგენს დღემდე სინას ბიბლიოთეკაში დაცული უძველესი ქართული ხელნაწერების მრავალფეროვნება.

მახარებს, რომ ეს სულიერი ურთიერთობა ჩვენს დროშიც გრძელდება და, ვიმედოვნებ, რომ თქვენი წინამძღვრობის ჟამს იგი კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება ქრისტეში ძმური სიყვარულის სულით.

ყოვლადწმინდა სამება — მამა, ძე და წმინდა სული — იყოს თქვენი შემწე და მფარველი.

გთხოვთ, ჩვენი სიყვარული და საუკეთესო სურვილები გადასცეთ წმინდა მონასტრის საძმოს.

პატივისცემით და ქრისტესმიერი სიყვარულით,

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

28.10.2025

 

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων