16/01/2026 16/01/2026 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა მზექალა შანიძის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო აკადემიკოს მზექალა შანიძის დაბადების საიუბილეო თარიღი, მართლაც, ღირსშესანიშნავია; 100 წელი ასეთი ნათელი გონებით, ასეთი შემართებით, ასეთი ცოდნით, – ერთეულ პიროვნებათა ხვედრია. იგი მამასთან, ბატონ აკაკი შანიძესთან, ერთად დღემდე ითვლება ძველი ქართული ენის უბადლო მცოდნედ და არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პიროვნება ბიბლიის ძველქართული ტექსტის დამდგენ მეცნიერთა...
16 Ιανουαρίου, 2026 - 17:30

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა მზექალა შანიძის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა მზექალა შანიძის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა მზექალა შანიძის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო

აკადემიკოს მზექალა შანიძის დაბადების საიუბილეო თარიღი, მართლაც, ღირსშესანიშნავია; 100 წელი ასეთი ნათელი გონებით, ასეთი შემართებით, ასეთი ცოდნით, – ერთეულ პიროვნებათა ხვედრია.

იგი მამასთან, ბატონ აკაკი შანიძესთან, ერთად დღემდე ითვლება ძველი ქართული ენის უბადლო მცოდნედ და არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პიროვნება ბიბლიის ძველქართული ტექსტის დამდგენ მეცნიერთა შორის. გამორჩეულია მისი დამსახურება ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და, საერთოდ, ქართველოლოგიის განვითარებაში შეტანილი; ამასთან, ქალბატონი მზექალა იყო და რჩება მრავალ თაობათა აღმზრდელად და თავისი სტუდენტების ყველაზე მკაცრ და სამართლიან შემფასებლად.

ბუნებრივია, რომ მას არაერთი ჯილდო და ტიტული აქვს მიღებული; გვახარებს, რომ თავისი შესაძლებლობები მან გელათის მეცნიერებათა აკადემიის სივრცეშიც გამოავლინა და არაერთი სამეცნიერო სტატია და ნაშრომი შექმნა.

ქალბატონ მზექალას გულითადად ვულოცავთ დაბადების დღეს და შევთხოვთ ღმერთს მის ჯანმრთელობას და ქვეყნის საკეთილდღეოდ კვლავაც დაუღალავ მოღვაწეობას.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

16 იანვარი, 2026

 

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων