14/07/2026 14/07/2026 13 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია თორმეტი მოციქულის ხსენებას და სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ვინაიდან იგი თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული. სადღესასწაულო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები, ტაძრის წინამძღვრის მოადგილე და სხვა სასულიერო პირები. ღვთისმსახურების...
14 Ιουλίου, 2026 - 14:37
Τελευταία ενημέρωση: 14/07/2026 - 14:47

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვა აღავლინა

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვა აღავლინა

13 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია თორმეტი მოციქულის ხსენებას და სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ვინაიდან იგი თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული.

სადღესასწაულო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა.

თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები, ტაძრის წინამძღვრის მოადგილე და სხვა სასულიერო პირები.

ღვთისმსახურების დასასრულს ტაძრის გარშემო ლიტანიობა შესრულდა, რის შემდეგაც მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

 

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων