22/07/2026 22/07/2026 ამა წლის 21 ივლისს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მისი თანმხლები პირები მიიღო. შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს. საპატრიარქოს და სამინისტროს შესაბამისი...
22 Ιουλίου, 2026 - 16:37

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კულტურის მინისტრს შეხვდა

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კულტურის მინისტრს შეხვდა

ამა წლის 21 ივლისს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მისი თანმხლები პირები მიიღო.

შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს. საპატრიარქოს და სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფის წევრების მიერ ერთობლივად დაიგეგმება შესაბამისი სამუშაოები. პატრიარქის კურთხევით, უახლოეს ხანში ჯგუფის მუშაობის გეგმა განიხილება.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, რესტავრაციისა და ხელოვნების საბჭოს ხელმძღვანელი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხეიძე.

 

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων