უწმინდესი პატრიარქი კირილე უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომას წარუძღვა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.06.2023. 27 ივნისს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს დარბაზში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგ სხდომას ჩაუდგა სათავეში.
შეხვედრის გახსნისას, მისმა უწმინდესობამ დღის წესრიგი წარმოადგინა, რომელშიც, კერძოდ, შესულია გამოსვლები და მოხსენებები შემდეგ თემებზე: ჰუმანიტარული ვითარება კახოვკის ჰესის რაიონში; სასულიერო სასწავლებლებში აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაცია; სასულიერო სასწავლებლებში ინდივიდუალური დამრიგებლის საქმიანობის საკითხები; სანიმუშო სამუშაო პროგრამის პროექტის შესახებ „რუსეთის ხალხთა სულიერ-ზნეობრივი კულტურის საფუძვლები” საჯარო სკოლების 5-6 კლასებისათვის, – იუწყება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური.
უმაღლესი საეკლესიო საბჭოს შემადგენლობაში, რომელსაც უწმინდესი პატრიარქი თავმჯდომარეობს, შედიან:
მოსკოვის საპატრიარქოს ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში ეპარქიების საქმეთა სამმართველოს უფროსი, კრუტიცისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე;
მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენის მიტროპოლიტი დიონისე;
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი;
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარე, კალუგისა და ბოროვის მიტროპოლიტი კლიმენტი;
მონასტრებისა და მონაზვნების საკითხებში სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, კაშირის მიტროპოლიტი თეოგნოსტე;
კაზაკებთან თანამშრომლობის სინოდალური კომიტეტის თავმჯდომარე, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის სინოდალური კომიტეტის თავმჯდომარე, სტავროპოლისა და ნევინომისკის მიტროპოლიტი კირილე;
საპატრიარქო კომისიის თავმჯდომარე ფიზიკური კულტურისა და სპორტის საკითხებში, მურმანსკისა და მონჩეგორის მიტროპოლიტი მიტროფანე;
საპატრიარქო საბჭოს თავმჯდომარე კულტურის საკითხებში, ფსკოვისა და პორხოვის მიტროპოლიტი ტიხონი;
რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, ეკატერინბურგისა და ვერხოტურის მიტროპოლიტი ევგენი;
მოსკოვის საპატრიარქოს ადმინისტრაციული სამდივნოს ხელმძღვანელი, ოდინცოვოსა და კრასნოგორის მთავარეპისკოპოსი თომა;
საპატიმროთა მსახურების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, რამენსკის ეპისკოპოსი ირინარქი;
ეკლესიის ქველმოქმედებისა და სოციალური მომსახურების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, ვერეის ეპისკოპოსი პანტელეიმონი;
ახალგაზრდობის საქმეთა სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, ისტრის ეპისკოპოსი სერაფიმე;
სინოდალური მისიონერული განყოფილების თავმჯდომარე, ლუხოვიცის ეპისკოპოსი ეფთვიმე;
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე, დეკანოზი მაქსიმე კოზლოვი;
მოსკოვის საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, მღვდელმონაზონი ნიკანდრო (პილიშინი);
ეკლესიის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე ვ.რ. ლეგოიდა;
მოსკოვის საპატრიარქოს იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი იღუმენია ქსენია (ჩერნეგა).
შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ასევე მიწვეულნი იყვნენ: სინგაპურის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიტროპოლიტი სერგი; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველის მოადგილე, ზელენოგრადის ეპისკოპოსი საბა; მოსკოვის საპატრიარქოს გამომცემლობის ხელმძღვანელი და მთავარი რედაქტორი, ბალაშიხისა და ორეხოვო-ზუევოს ეპისკოპოსი ნიკოლოზი; სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი; ეკლესიის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ა.ვ. შჩიპკოვი.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახურის ფოტო

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










