06/11/2025 06/11/2025 თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კურთხევითა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანატის ორგანიზებით, სტუდენტებს გასვლითი ხასიათის ლექცია-სემინარი ბეთანიისა და მანგლისის რამდენიმე მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიული ლოკაციაზე ჩაუტარდათ. კერძოდ, სტუდენტებმა მოინახულეს და შეისწავლეს ბეთანიის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი (XII – XIII სს.) და მანგლისის სიონი ( V – XI სს.). ტაძრების ისტორიის, არქიტექტურისა და კედლის...
06 Νοεμβρίου, 2025 - 18:07
Τελευταία ενημέρωση: 06/11/2025 - 18:10

ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები ბეთანიასა და მანგლისში

Διαδώστε:
ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები ბეთანიასა და მანგლისში

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კურთხევითა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანატის ორგანიზებით, სტუდენტებს გასვლითი ხასიათის ლექცია-სემინარი ბეთანიისა და მანგლისის რამდენიმე მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიული ლოკაციაზე ჩაუტარდათ. კერძოდ, სტუდენტებმა მოინახულეს და შეისწავლეს ბეთანიის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი (XII – XIII სს.) და მანგლისის სიონი ( V – XI სს.).

ტაძრების ისტორიის, არქიტექტურისა და კედლის მხატვრობის შესახებ სტუდენტებს ლექცია ჩაუტარეს ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა რუსუდან ვაშალომიძემ და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ქალბატონმა მარიამ დიდებულიძემ.

მომავალი ხელოვნებათმცოდნეებისთვის ბუნებრივ გარემოში ძეგლის გაცნობა, მისი შესწავლა-ანალიზი უდიდესი სასწავლო და შემეცნებითი დანიშნულების მატარებელია და, შესაბამისად, თსასის საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელი ნაწილიც.

 

tsas.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων