30/01/2026 30/01/2026 მიმდინარე წლის 27 იანვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთობლივი პროგრამის „ღირებულებითი განათლება“ ფარგლებში გაიმართა ღონისძიება, სადაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადამზადებულ სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადაეცათ. გადამზადების კურსი მიზნად ისახავდა სასულიერო პირების პროფესიული კომპეტენციის გაძლიერებას თანამედროვე სწავლა-სწავლების მეთოდების მიმართულებით, რათა მათ ეფექტიანად შეძლონ ღირებულებითი განათლების...
30 Ιανουαρίου, 2026 - 17:58
Τελευταία ενημέρωση: 30/01/2026 - 18:01

ღირებულებითი განათლების პროგრამაში გადამზადებულ სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადაეცათ

Διαδώστε:
ღირებულებითი განათლების პროგრამაში გადამზადებულ სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადაეცათ

მიმდინარე წლის 27 იანვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთობლივი პროგრამის „ღირებულებითი განათლება“ ფარგლებში გაიმართა ღონისძიება, სადაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადამზადებულ სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადაეცათ.

გადამზადების კურსი მიზნად ისახავდა სასულიერო პირების პროფესიული კომპეტენციის გაძლიერებას თანამედროვე სწავლა-სწავლების მეთოდების მიმართულებით, რათა მათ ეფექტიანად შეძლონ ღირებულებითი განათლების კლუბებში საქმიანობა და მოსწავლეებთან მუშაობა.

სასწავლო პროგრამა მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რომელიც ეფუძვნებოდა არაფორმალური განათლების მიდგომებს, აქტიურ სწავლებასა და მოსწავლეებში ეროვნული, პიროვნული და უნივერსალური ღირებულებების განვითარებას.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων