24/09/2026 24/09/2026 ამა წლის 22-23 სექტემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, შალვა ამონაშვილის აკადემიაში გაიმართა ,,ღირებულებითი განათლების” კლუბების ხელმძღვანელი სასულიერო პირების მეექვსე ნაკადის არაფორმალური შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებდა ლექცია-სემინარებსა და ბატონი შალვა ამონაშვილის პედაგოგიური გამოცდილების, მიდგომებისა და პრინციპების გაზიარებას. გარდა ამისა ბატონმა შალვამ შეხვედრის მონაწილე სასულიერო პირებს გააცნო აკადემიის ისტორია, საქმიანობა და მიმდინარე პროექტები....
24 Σεπτεμβρίου, 2026 - 17:10

‘ღირებულებითი განათლების’ კლუბების ხელმძღვანელი სასულიერო პირების არაფორმალური შეხვედრა შალვა ამონაშვილის აკადემიაში

Διαδώστε:
‘ღირებულებითი განათლების’ კლუბების ხელმძღვანელი სასულიერო პირების არაფორმალური შეხვედრა შალვა ამონაშვილის აკადემიაში

ამა წლის 22-23 სექტემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, შალვა ამონაშვილის აკადემიაში გაიმართა ,,ღირებულებითი განათლების” კლუბების ხელმძღვანელი სასულიერო პირების მეექვსე ნაკადის არაფორმალური შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებდა ლექცია-სემინარებსა და ბატონი შალვა ამონაშვილის პედაგოგიური გამოცდილების, მიდგომებისა და პრინციპების გაზიარებას.

გარდა ამისა ბატონმა შალვამ შეხვედრის მონაწილე სასულიერო პირებს გააცნო აკადემიის ისტორია, საქმიანობა და მიმდინარე პროექტები.

საუბარი შეეხო ასევე “ღირებულებით განათლებას” და თანამედროვე სკოლის გამოწვევებს, რომელიც “ღირებულებითი განათლების” კლუბების ხელმძღვანელმა სასულიერო პირებმა უნდა დაძლიონ.

ნაყოფიერი შეხვედრა მეტად მეგობრულ ვითარებაში წარიმართა.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων