06/02/2026 06/02/2026 ამა წლის 4 თებერვალს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) ლოცვა-კურთხევით, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა იმერეთის ეპისკოპოს წმინდა გაბრიელის (ქიქოძე) დაბადებიდან მე-200 და გარდაცვალებიდან 130-ე წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, დეკანოზი ირაკლი ახალაძე და ქუთაისის აკაკი...
06 Φεβρουαρίου, 2026 - 17:57

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან მე-200 და გარდაცვალებიდან 130-ე წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

Διαδώστε:
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან მე-200 და გარდაცვალებიდან 130-ე წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ამა წლის 4 თებერვალს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) ლოცვა-კურთხევით, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა იმერეთის ეპისკოპოს წმინდა გაბრიელის (ქიქოძე) დაბადებიდან მე-200 და გარდაცვალებიდან 130-ე წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, დეკანოზი ირაკლი ახალაძე და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი შალვა კირთაძე.

მოხსენებებით წარდგნენ:

1. მერაბ კეზევაძე – ისტორიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი – საეკლესიო მშენებლობა იმერეთის ეპარქიაში გაბრიელ ეპისკოპოსის მმართველობისას (1860-1896 წწ.)

2. შალვა კირთაძე – ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, პროფესორი, იმერი ბასილაძე – პედაგოგიკის დოქტორი, პროფესორი (აწსუ) – სრული განათლების კონცეფცია წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის პედაგოგიკურ ნააზრევში.

3. ლევან ტყეშელაშვილი – ისტორიის დოქტორი, პროფესორი – სქემმონაზონ ბესარიონის წერილები ძმას, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსს ათონის მთიდან (სულიერ-ზნეობრივი ანალიზი).

4. ირაკლი ლორთქიფანიძე – ისტორიის დოქტორი, პროფესორი – იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) – ქუთაისის სასულიერო სემინარიის დამაარსებელი.

5. ვლადიმერ წვერავა – ისტორიის დოქტორი, პროფესორი (აწსუ) – წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მისიონერი აფხაზეთში.

6. ლაშა დეისაძე-შარვაშიძე – ისტორიის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი (აწსუ) – ეპისკოპოს გაბრიელის სახელობის მცხეთის სასულიერო სემინარიის დაარსება.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων