წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს
14 მაისს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, მოსკოვის წმინდა დანიელის სახ. სტავროპიგიალურ მამათა მონასტრის პატრიარქალური და სინოდალური რეზიდენციის ყოველთა წმიდათა რუსეთის მიწაზე გაბრწყინებულთა სახ. ტაძარში, აღსრულებულ იქნა მარადსახსენებელი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სა (†17.03.2026) და მიტროპოლიტ ანტონის (ჩერემისოვი) (†23.95.2026) სულის განსასვენებელი ლიტია.
პატრიარქის პრეს-სამსახურის ცნობით, სულის განსასვენებელი მსახურება აღავლინა მოსკოვის საკითხებში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა ვლადიმერ დივაკოვმა.
საღვთო მსახურებაზე ლოცულობდნენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე და წმინდა სინოდის წევრები.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










