2025 წლის 16 ოქტომბერს გამართული საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნა კომისიის თავმჯდომარე: საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) კომისიის წევრები: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი) დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე (საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი) დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი (თბილისის…
საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე შვილებთან ერთად ეწვია. მისმა უწმინდესობამ დალოცა ისინი და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. sazu.ge
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მიმართვა სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო ქალაქ თბილისის მერო, მთავრობის წევრებო, პარლამენტის წევრებო, ძვირფასო…
დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოველის ტაძრის ეზოში ჟურნალისტური საქმიანობის საბაბით, შიგა განაწესის დარღვევისათვის, არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, პრესისთვის გამოყოფილი სივრცის თვითნებურად დატოვებისათვის, ტვ. პირველის და ტვ. ფორმულას გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ. sazu.ge
ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული – სვეტიცხოვლობა, რომელიც აღინიშნება 14 ოქტომბერს. მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე. ვთხოვთ ტელევიზიებსა და მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. დღესასწაულზე მცხეთის 12 მოციქულის სახელობის (სვეტიცხოვლის) ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე….
ღირებულებითი განათლება სკოლებში – საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტი ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის დღე” sazu.ge
15 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწავლა დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, ფილოლოგიის, თეოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სიონის საკათედრო ტაძარში სავედრებელი პარაკლისი აღავლინა, რომელსაც ესწრებოდნენ სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სიონის მრევლი. ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად, თანამსახურებდნენ სასწავლებელში მოღვაწე სასულიერო პირები. პარაკლისის დასასრულს პროტოპრესვიტერმა…
ღირებულებითი განათლება სკოლებში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სახელით მადლობას მოვახსენებთ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორ ეკატერინე ხუციშვილს. სტუმრები: საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი. საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”, გადაცემა “ერთსულოვნების დილა” sazu.ge
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მისასალმებელი სიტყვა ჟურნალ “თეოლოგიის“ 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ II საერთაშორისო კონფერენციაზე (თესალონიკი, 29 სექტემბერი – 1 ოქტომბერი, 2025 წ.) თქვენო უნეტარესობავ, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსო იერონიმე, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების პირველიერარქნო და წარმომადგენელნო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მღვდელნო, აკადემიური წრეების პატივცემულნო წარმომადგენელნო, ქალბატონებო და…