გამოვიდა სამეცნიერო-საღვთისმეტყველო და საეკლესიო-საზოგადოებრივი ჟურნალის „ეკლესია და დრო“ მორიგი (102-ე) ნომერი, რომელსაც ერთობლივად გამოსცემენ ერთის მხრივ ზოგადსაეკლესიო ასპირანტურა და დოქტორანტურა, და მეორეს მხრივ – საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება. პირველი საღვთისმეტყველო თავი კარი იხსნება არქიმანდრიტ დამიანეს (ცვეტკოვიჩი) სტატიით „ქრისტიანული ერთობა, როგორც წმინდა მღვდელთმთავარ ნიკოლოზის (ველიმიროვიჩი) ინიციატივა“. მასში წარმოდგენილია წმინდა ნიკოლოზის ინიციატივები ქრისტიანთა გაერთიანების თაობაზე, რომლებიც მან…
ა.წ. 11 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში, ახალგაზრდულ ცენტრში, მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი 300-ზე მეტი ნამუშევარი: ხატები, ჯვრები და აქსესუარები; ასევე ერთ-ერთი მსჯავრდებულის ლექსების კრებული და სიმღერების ალბომი. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე), საპატრიარქოს თანამშრომლები, სახელმწიფოს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა…
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით ჩატარდა სასკოლო კვირეული – „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“. კვირეულის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის მიზანი იყო აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ბუნებრივი გარემოს, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას წარმოადგენდა. საგულისხმოა, რომ ამავე თემატიკისა და მიზნის პროექტი წარმატებით ხორციელდებოდა…
ა.წ. 8 ივლისს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მუშაობა განაახლა უპოვართა სატრაპეზომ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და თანადგომით დაარსებული სატრაპეზო წლების განმავლობაში ემსახურებოდა სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ადამიანებს, თუმცა პანდემიის გამო დროებით შეაჩერა ფუნქციონირება. სატრაპეზო საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითინნის“ ორგანიზებით, საერთაშორისო მართმადიდებლური ორგანიზაცია IOCC-ისა და პატრიარქის ფონდ ,,მოწყალე სამარიტელის“ ფინანსური მხარდაჭერით განახლდა და თანამედროვე სტანდარტებით…
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებისთვის ჯერ არ მიუმართავთ. მისივე თქმით, მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ის შრომისუნარიანია. როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, არსებობს ფაქტები, რომ, ზოგადად, ნივთიერებები, რაც მეუფის სისხლში აღმოჩნდა, არის გამოყენებული ადამიანის მოსაწამლად. „ჩვენ ეს თემა არ გამოგვიტანია საჯარო მსჯელობის საკითხად…
საპატრიარქოსა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები მეტეხის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ და „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს. როგორც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ე.წ. ლგბტ-მოძრაობის ნამდვილი მიზანია არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ კულტურული კოდის ცვლილება, რასაც საზოგადოება ვერ შეეგუება. მისივე თქმით, ძალადობით არ წყვეტენ საკითხებს და არც არასდროს არავის მოუწოდებენ ძალადობისაკენ….
ხსენება წმიდისა მღვდელმოწამისა მიქაელ ყულოშვილისა ჰერეთში წამებულისა 22 (05.07) ივნისი. მღვდელმოწამე მიქაელ ყულოშვილი დაიბადა 1825 წელს, კახში. 1857 წელს მოინათლა, ადრეული ასაკიდან შეისწავლა წერა-კითხვა, მშობლიური ენის გარდა საუბრობდა და კითხულობდა აზერბაიჯანულ, უდიურ, სომხურ და რუსულ ენებზე. ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“. დიდია მისი როლი და დამსახურება კუთხის საგანმანათლებლო საქმეებში. 1858 წელს საკუთარი სახსრებით, შენობის უქონლობის გამო, ჰერეთში,…
ა.წ. 4 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულების გუნდმა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლის საიუბილეო თარიღები მიულოცა. შესრულდა სიმღერები და მისი უწმინდესობის მიერ დაწერილი საგალობლები. პატრიარქმა დალოცა ნათლულები, მათი მშობლები, და-ძმები და სრულიად საქართველო. ,,ჩვენთან არს ღმერთი! ბედნიერი ვარ რომ გხედავთ. გისურვებთ მშვიდობას, სიხარულს და ბედნიერებას. თქვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული….
ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორები დოქტორი ნიკოლოზ კოპალეიშვილი და არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე მონაწილეობას იღებენ საზაფხულო სკოლაში, რომელიც 2-12 ივლისს იმართება საბერძნეთის ქალაქ ვოლოსში. საზაფხულო სკოლის თემატიკაა თანამედროვე ეკოლოგიური კრიზისი მართლმადიდებლური თეოლოგიის პერსპექტივიდან და მისი ორგანიზატორია ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემია Volos Academy for Theological Studies. უნივერსიტეტის წარმომადგენლები სკოლაში მონაწილეობენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიას…