საპატრიარქოც ჩართული იყო და იქნება რათქმაუნდა ამ პროექტში, ერთ-ერთი ინიციატორიც იყო და ჩვენ ერთად გავიარეთ თუ როგორ შეიძლებოდა სრულყოფილი ყოფილიყო ეს პროექტი“ – საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე დღეს, 2023 წლის 3 ივლისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით მორიგი პროექტი „ჯარის ბანაკი“ დაიწყო, რომლის მიზანია ახალგაზრდებში…
თავდაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმა პროექტი „ჯარის ბანაკი“, რომლის მიზანია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და თავდაცვის ძალების პოპულარიზაცია.პროექტს უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს ახორციელებს და მასში აქტიურად არიან ჩართული როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები, ასევე ფსიქოლოგები და პედაგოგები. გაცნობითი ხასიათის მეცადინეობები ტარდება ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: პირველადი…
3 ივლისს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი მოსკოვის საპატრიარქო ტახტთან ანტიოქიის პატრიარქის წარმომადგენლის, ფილიპოპოლის მიტროპოლიტ ნიფონის მიწვევით მოსკოვში ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქიონს ეწვია, რომელიც მთავარანგელოზის შესახვევში მთავარანგელოზ მიქაელისა და დიდმოწამე თეოდორე სტრატილატის ტაძრებთან მდებარეობს. ძმური საუბრის მსვლელობისას მეუფე ანტონიმ და მიტროპოლიტმა ნიფონმა განიხილეს რუსეთისა და ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიების ორმხრივი ურთიერთობების…
ა.წ. 2 ივლისს ბულგარეთში, პეტრიწონის (ბაჩკოვოს) მონასტერში, საზეიმო წირვა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ მონასტრის წინამძღვარი, ველიჩკის ეპისკოპოსი სიონი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ბელშისკის ეპისკოპოსი ისააკი და ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლები. საღვთო ლიტურღიას ბულგარეთში მცხოვრებ ქართველებთან და ჩვენს მომლოცველებთან ერთად დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთში ბ-ნი ოთარ ბერძენიშვილი. სასიხარულოა, რომ წირვის დროს საგალობლები შესრულდა…
29 ივნისს დანილოვის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე იტალიის კათოლიკ ეპისკოპოსთა კონფერენციის თავმჯდომარეს, კარდინალ მათეო ძუპს შეხვდა, რომელიც რუსეთში სპეციალური სამშვიდობო მისიით ჩავიდა რომის პაპ ფრანცისკეს დავალებით. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ; მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველმა დეკანოზმა…
დღეს, 29 ივნისს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიის ორ ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ნაშრომთა დაცვის სხდომას ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე, ქრისტიანული ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის დოქტორი – ირმა ხურცია, ნაშრომთა ხელმძღვანელები (დეკანოზი დავით ციცქიშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი ლელა ტყეშელაშვილი, ფსიქოლოგიის მაგისტრი ნათია ფრუიძე, ფსიქოლოგიის მაგისტრი სოფიკო გოგოჩაშვილი, ფსიქოლოგიის მაგისტრი ნათია წერეთელი), ექსპერტები (ფსიქოლოგიის…
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.06.2023. 27 ივნისს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს დარბაზში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგ სხდომას ჩაუდგა სათავეში. შეხვედრის გახსნისას, მისმა უწმინდესობამ დღის წესრიგი წარმოადგინა, რომელშიც, კერძოდ, შესულია გამოსვლები და მოხსენებები შემდეგ თემებზე: ჰუმანიტარული ვითარება კახოვკის ჰესის რაიონში; სასულიერო სასწავლებლებში აღმზრდელობითი…
27 ივნისს ჟენევაში (შვეიცარია) მუშაობა დაასრულა მსოფლიო კლესიათა საბჭოს ცენტრალური კომიტეტის სესიამ. მასში მონაწილეობა მიიღო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ: სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი ფილარეტი (ბულეკოვი), ჟენევაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში და საერთაშორისო ორგანიზაციებში დეკანოზი მიხეილ გუნდიევი,…
24 ივნისს ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა ბუდაპეშტის წმიდა სამების სამრევლოსთან არსებული ბავშვთა მართლმადიდებლური ბანაკი მოინახულა. მეუფეს შეეგებნენ სამრევლოს წინამძღვარი მღვდელი დიმიტრი კორნილოვი და ბანაკის ხელმძღვანელი ეკატერინე ვარადი, – იტყობინება ეპარქიის ვებგვერდი. პირველად ამ საზაფხულო ბანაკის ცამეტწლიანი არსებობის განმავლობაში აღსაზრდელთათვის აღსრულებულ საღმრთო ლიტურგიას უძღვებოდა უნგრეთის ეპარქიის მმართველი მღვდელთმთავარი, – ნათქვამია მიტროპოლიტ ილარიონის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში….