2024 წლის 17 თებერვალს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ლიდერებს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მიზანია ქართული ეკლესიის ხედვის გაცნობა, რაც გულისხმობს ქვეყანაში ღირებულებითი განათლების ხელშეწყობასა და გაძლიერებას. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, ასევე განხილული იქნება თანამშომლობის პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები. მოგეხსენებათ, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აქტიურად განაგრძობს ზოგადსაგანმანათლებო (არამხოლოდ) დაწესებულებებში ქართველი…
ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული… მაცხოვარი სწორედ ამისთვის მოვიდა დედამიწაზე, რომ ყოველ ჩვენგანს შეხვდეს.. მას სურს ყოველ ჩვენგანთან შეხვედრა და გვაძლევს კიდეც ამის შესაძლებლობას ეკლესიაში, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირი) მირქმის დღესასწაულზე სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ…
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს მირქმას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მირქმა უფლისა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია, მაგრამ VI საუკუნემდე იგი გამორჩეულად არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ უბედურებას სხვა დაერთო – შავი ჭირის ეპიდემია: ყოველდღე რამდენიმე ათასი კაცი…
ზოგჯერ შეიძლება ადამიანი იურიდიულად მართალი იყოს, მაგრამ სინდისთან მიმართებით ძალიან სცოდავდეს… უფალი სწორედ ამიტომ მობრძანდა დედამიწაზე, რომ ადამიანებში ეს სინდისი აღზარდოს… სწორედ ამაში მდგომარეობს ღმერთის მსახურებაც, მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ… უნდა გვინდოდეს უფლის დანახვა და არა ჩვენი საკუთარი მატერიალური ქონების გამრავლების დანახვა, რაც არის მხოლოდ წუთიერი სიხარული…” საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს…
14 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მოწამისა ტრიფონის, მოწამეთა: პერპეტუასი, სატირისა, რევოკატისა, სატორნილესი, სეკუნდესი და ფილიციტატასი ღირსი პეტრე გალატიელის ღირსი ვენდიმიანის, ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე ტრიფონი წმიდა მოწამე ტრიფონი ფრიგიის ქალაქ აპამეის მახლობლად, სოფელ კამპსადაში დაიბადა. უფალმა მას სიყრმეშივე მიანიჭა ეშმაკთა განსხმისა და სხვადასხვა სნეულებათა კურნების ნიჭი. ერთხელ კამპსადას პურის ყანებს მავნე მწერები შეესია და განადგურებას…
ა.წ. 13 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) – კომისიის თავმჯდომარე; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი). კომისისამ განიხილა რამდენიმე საკითხი. კერძოდ: 1….
ძველ ქართულ ლიტურგიკულ კრებულებში დაცულია ლამპართა კურთხევის წესი („კურთხევაჲ ლამპართა მიგებებისათა“, „კურთხევაჲ ლამპრისა მიგებებასა“ დ ა. შ.). ცნობილია ამ კურთხევის სამი რედაქცია; ორი მათგანი X საუკუნის სინური ხელნაწერია, მესამე კი XVII-XVIII სს რამდენიმე პოსტათონური ხელნაწერი. სანთელთა კურთხევის ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი შეჯერებულია და ძირითადად მესამე, ყველაზე სრულ, ხელნაწერს ეყრდნობა. სანთელთა კურთხევა ლოცვის (ან წირვის) დამთავრების…
მირქმა-მიგებების დღესასწაულის ძველი წესით აღნიშვნასთან დაკავშირებით მირქმა-მიგებების დღესასწაული ეს არის დიდი ზეიმი, – კაცობრიობის მხსნელის დაბადების შესახებ ტაძარში გაცხადებული პირველი მოწმობა. როგორც ცნობილია, ტაძარში მიყვანილ ახლადშობილ იესოს 40-ე დღეს მიეგება ძველი აღთქმის ერთ-ერთი რჩეული მსახური, – ღრმად მოხუცებულ წმინდა სვიმეონ წინასწარმეტყველი. მართალ სვიმეონს ნაუწყები ჰქონდა სულიწმიდისაგან, რომ არ აღესრულებოდა, ვიდრე მესიას არ იხილავდა; და, აი,…
კიდევ ერთი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი პიროვნება გამოაკლდა წუთისოფელს. დღეს სოსო (იოსებ) ჯაჭვლიანი ეთხოვება სამზეოს და მარადიულ ცხოვრებას იწყებს. მიუხედავად მრავალმხრივი შემოქმედებითი ცხოვრებისა და სპორტული მიღწევებისა, ჩვენი ხალხის მეხსიერებაში იგი მაინც ,,ნატვრის ხის” გმირად დარჩება, რადგანაც თვითონაც გედიას მსგავსად, სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა…