2023 წლის 25 ივნისს წმინდა მოწამეთა კვირიკე და ივლიტას სახელობის ტაძრის ეზოში გაიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების 45 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო-წარმოდგენა: „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია)“ საღამოს დასასრულს გაიმართა კონცერტი კაკო ვარშალომიძის ჯაზკვარტეტის შესრულებით. ფოტო: ნინო სოზაშვილი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
მორიგი ახალი პროექტი ,,ერთი დღე მუზეუმში” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით, მღვდელ იაკობ მუჯირის ორგანიზებით განხორციელდა. პროექტი ითვალისწინებს ბავშვებისთვის სხვადასხვა მუზეუმის სივრცეში დაცული ხელოვნების ნიმუშებისა და ექსპონატების გაცნობას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2023 წლის 23 ივნისს, ბავშვები ეწვივნენ სახვითი ხელოვნების მუზეუმს, სადაც ხელოვნებათმცოდნის მეგზურობით შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ქართველ მხატვართა და მოქანდაკეთა შემოქმედებას. ფოტო: ნინო სოზაშვილი საქართველოს…
№5 (ქალთა) დაწესებულების მსჯავრდებულთათვის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებმა ქართველი გმირების თემატიკაზე სპექტაკლი წარმოადგინეს. ჯაზ-კვარტეტის მონაწილეობით ქალი პატიმრებისთვის რამდენიმე მუსიკალური ნომერიც შესრულდა. ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით ჩატარდა. წარმოდგენას დაწესებულების თანამშრომლები და…
ა.წ. 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის ბიოგრაფიული წიგნის, – „ბართლომეოსი – მოციქული და წინასწარმხედველი“ – ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული წიგნი მსოფლიო საპატრიარქოს არქიდიაკონ იოანე ხრისავგისის მიერ დაიწერა და ქართულად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ბ-ნ ზურაბ ხონელიძის ინიციატივით გამოიცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები (ბურსის მიტროპოლიტი იოაკიმე (ბილისი), სტამბოლის ქართული…
21 ივნისს ჟენევაში დაიწყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ცენტრალური კომიტეტის სხდომა. მასში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში ჩავიდა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის ხელმძღვანელობით. დელეგაციაში ასევე შედიან: სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე, არქიმანდრიტი ფილარეტი (ბულეკოვი), რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ჟენევის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დეკანოზი მიხეილ გუნდიაევი,. სსკგ-ის მდივანი ქრისტიანთაშორისი ურთიერთობის საკითხებში…
2023 წლის 21 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ხელოვნების ფილოსოფიის ლექციათა ციკლის მესამე ლექცია. ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორმა ჯაკომო რინალდიმ წაიკითხა ლექცია თემაზე „ხელოვნების ფორმა და შინაარსი: ესთეტიკური ფორმალიზმისა და მატერიალიზმის კრიტიკა“. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები და მაგისტრანტები. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია. ახალი საქართველოს უნივერსიტეტი • New Georgian University
2023 წლის 20 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ხელოვნების ფილოსოფიის ლექციათა ციკლის მეორე ლექცია, რომელსაც უძღვებოდა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი. მეორე ლექციის თემა იყო „ხელოვნების ცნება და ფორმები ჰეგელის ესთეტიკაში“. ლექციას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, მიტროპოლიტი გრიგოლი, ასევე უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები და მაგისტრანტები. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია. ახალი საქართველოს უნივერსიტეტი
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ამა წლის მაისში ჩატარდა ქართული სიტყვის პირველი ფესტივალი, რომელმაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ფესტივალის შემაჯამებელ წარმოდგენას თემაზე: “გამარჯობა აფხაზეთო შენი”. საღამო გაიმართება 30 ივნისს, 19:00 საათზე. მისამართი: რუსთაველის გამზირი N 19 (თეატრალური უნივერსიტეტის…
2023 წლის 15 ივნისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა მინესოტას წმ. თომას უნივერსიტეტის პროფესორის და მართლმადიდებელ თეოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის პოლ გავრილიუკის ლექცია თემაზე: “ღმერთის აღქმა ლიტურგიაში”. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და სასულიერო პირები. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია. ახალი საქართველოს უნივერსიტეტი •…