ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
12.02.2024 | 17:38
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბ-ნ ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო

წავიდა ჩვენგან ბატონი ვაჟა აზარაშვილი, – ქართული მუსიკალური სამყაროს უნიჭიერესი, თავმდაბალი, მორწმუნე, სიკეთით სავსე წარმომადგენელი, მომავალი თაობების აღმზრდელი ღირსეული პიროვნება. ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვაჟას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა თვისსა განუსვენოს მას. patriarchate.ge

12.02.2024 | 17:35
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მილოცვა საქართველოს პრემიერ მინიტრს, ბ-ნ ირაკლი კობახიძეს

მის აღმატებულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს   ბატონო ირაკლი, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. კარგად მოგეხსენებათ, ეს მეტად საპატიო თანამდებობაა და, ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც, მით უმეტეს ჩვენს რთულ დროს. ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და შემდგომი წარმატებების მომტანი საქართველოსთვის. გისურვებთ ღვთის მფარველობასა და შეწევნას ჩვენი ერისა და ქვეყნის სამსახურად.   ილია II…

12.02.2024 | 16:10
საქართველოს დედაქალაქის რუსულენოვანმა საზოგადოებამ პატივი მიაგო ცნობილი თანამემამულეების ხსოვნას

2024 წლის 8 თებერვალს, რუსი ქიმიკოსის, დიმიტრი მენდელეევის დაბადებიდან 190 წლისთავის დღეს, თბილისში, მის ძეგლთან, რომელიც საქართველოში ერთადერთია, პანაშვიდა შესრულდა. ღვთისმსახურების ბოლოს სიტყვით გამოსვლაში აღინიშნა, რომ მეცნიერის მემკვიდრეობა საერთო მონაპოვარია, ამიტომ არ შეიძლება საუბარი „რუსულ“ ან „ქართულ“ მეცნიერებაზე, არამედ ცოდნის საერთო საგანძურზე, რომელიც მთელ კაცობრიობას ეკუთვნის. 10 თებერვალს, ალექსანდრე პუშკინის ძეგლთან, რომლის გარდაცვალების თარიღი ამ…

02.02.2024 | 13:08
საეკლესიო კალენდარი: 2 თებერვალი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 თებერვალს ექვთიმე აღმსარებელის, ექვთვიმე დიდის, მოწამეთა: ინას, რიმას და პინას, მოწამეთა: ბასეს, ევსევის, ევტიქის და ვასილიდას ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. წმიდა ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე) წმიდა ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე) დაიბადა 1865 წელს რაჭაში, სოფელ სადმელში, სოლომონ და მართა კერესელიძეების კეთილმორწმუნე…

01.02.2024 | 16:12
საეკლესიო კალენდარი: 1-ლი თებერვალი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 თებერვალს ღირსი ანტონ მარტყოფელის, ღირსი მაკარი დიდის, წმიდა მარკოზის, ეფესოს მთავარეპისკოპოსის, ღირსი მაკარი ალექსანდრიელის, მოწამე ევფრასია ქალწულის და წმიდა არსენის, კერკირელი მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. ანტონ მარტოდმყოფელი, ანტონ მესვეტე ანტონ მარტოდმყოფელი, ანტონ მესვეტე — ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებელი,…

31.01.2024 | 17:57
საეკლესიო კალენდარი: 31 იანვარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 31 იანვარს აღნიშნავს მიცვალებას ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა და ასევე იხსენიებს ღირს ეფრემ მცირეს, ღირს ალექსი მღვდელმონოზონს, ათანასე და კირილეს ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსებს და ღირს მარკიანე კერკირელის. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. თამარ მეფე საქართველოს ისტორიაში ერთადერთი მეფე ქალი მე-12 საუკუნის ბოლოს და მე -13…

31.01.2024 | 16:06
სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

2024 წლის 29 იანვარს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, რომელიც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით სამუშაო ვიზიტით სირიაში იმყოფება, ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარეს პატრიარქ იოანე X-ს შეხვდა. დამასკოს საპატრიარქო რეზიდენციაში გამართულ შეხვედრში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სირიის არაბთა რესპუბლიკაში ა.ვ. ეფიმოვი, მოსკოვისა…

30.01.2024 | 16:41
საეკლესიო კალენდარი 30 იანვარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 იანვარს წმიდა ანტონი დიდის, წმიდა მეფე თეოდოსი დიდის და ღირსი აქილა აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. წმიდა ანტონი დიდი წმიდა ანტონი დიდი ეგვიპტის სოფელ კომაში მცხოვრები დიდგვაროვანი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში დაიბადა 251 წელს. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მან მთელი…

30.01.2024 | 16:38
საზეიმო წირვა თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (სიონი) საპატრიარქო ტაძარში.

2024 წლის 27 იანვარს, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) და მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (სიონი) საპატრიარქო ტაძარში შეასრულეს საღმრთო ლიტურგია. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa

Τα σημαντικότερα νέα