ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
16.06.2023 | 16:44
პროექტი ,,წიგნიერი ლიდერი 2023 წელი“

ა.წ. 15 ივნისს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზაცია ,,დავითიანნის“ (ხელმძღვანელი კოტე სვანაძე) ყოველწლიური პროექტის, – ,,წიგნიერი ლიდერის” გამოსაშვები საღამო გაიმართა. პროექტში ჩართული იყო თბილისის 40 სკოლის მეათე კლასელთა გუნდები. ბავშვებმა ,,დავითიანნის“ ხელშეწყობით ერთი წლის განმავლობაში შეისწავლეს ძველი და ახალი აღთქმა, ასევე მსოფლიო რელიგიების ისტორია. აღსანიშნავია, რომ გარდა სწავლებებისა, მოზარდებს ჰქონდათ საშუალება დასწრებოდნენ…

15.06.2023 | 17:28
პატრიარქის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დარბაზში

2023 წლის 13 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრის სააქტო დარბაზში ჩატარდა მორიგი ღონისძიება თემაზე: ,,სხვა რელიგიებთან და კონფესიებთან ურთიერთობის ისტორია მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ილია მეორის მოღვაწეობის პერიოდში“. ფოტო: ნინო სოზაშვილი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

14.06.2023 | 16:46
საკვირაო წირვა ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში

2023 წლის 11 ივნისს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), საკვირაო წირვა ჩაატარა ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, წირვის დასასრულს კი ქადაგებით მიმართა შეკრებილ მრევლს. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa

14.06.2023 | 16:41
სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილე სტუდენტთა დაჯილდოება

თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, ტრადიციულად, იმართება გამორჩეულ სტუდენტთა დაჯილდოების ცერემონია. ამჯერად 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდნენ. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ლოცვა-კურთხევითა და განსაკუთრებული მხარდაჭერით, აღნიშნული ღონისძიება ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა. პროექტს ხელმძღვანელობდა თსას-ის პრორექტორი სასწავლო და ადმინისტრაციულ დარგში, დეკანოზი…

13.06.2023 | 17:17
ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა კონცერტი ჩატარდა

ა.წ. 10 ივნისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაბადების 90 და აღსაყდრების 45 წლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. კონცერტში მონაწილეობდნენ საფორტეპიანო, სავიოლინე და ვოკალური კლასები, ასევე ხალხურ საკრავთა ორკესტრი და გოგონათა გუნდი. პარალელურად დარბაზში გამოიფინა მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა თემაზე შესრულებელული ნახატები. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ…

12.06.2023 | 17:41
სამების საკათედრო ტაძარში 67-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა

ა.წ. 11 ივნისს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის 67-ე ეტაპი ჩატარდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებს 1300-ზე მეტი ბავშვი შეემატა. ამჟამად მის უწმინდესობას 46000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.   ჩვენთან არს ღმერთი გილოცავთ ამ დიდებულ ნათლისღებას. სული წმინდა მოვიდეს თქვენ ზედა და ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთი იყოს მფარველი თქვენი…

09.06.2023 | 16:27
გამოიცა კონფერენციის მასალების კრებული „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კათოლიკურობა მართლმადიდებლური სარწმუნოების შუქზე”.

გამომცემლობა „პოზნანიემ“ გამოსცა მასალების კრებული სინოდალური ბიბლიური და საღვთისმეტყველო კომისიის კონფერენციიდან „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კათოლიკურობა მართლმადიდებლური სარწმუნოების შუქზე“, რომელიც 2021 წლის 16-17 სექტემბერს გაიმართა. კრებული იხსნება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს შესავალი სიტყვით, რომელიც მან კონფერენციის გახსნაზე წარმოთქვა. თავის მიმართვაში უწმინდესმა პატრიარქმა აღნიშნა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიების ოჯახში არსებული ვითარება მის მომცველ კრიზისს…

08.06.2023 | 17:38
საზეიმო წირვა ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში

2023 წლის 4 ივნისს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა აღავლინა ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, წირვას მოება მწუხრის მსახურება და წაკითხული იყო მუხლმოდრეკის ლოცვები, რომლის დასრულების შემდეგ, ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ქადაგებით მიმართა ტაძარში შეკრებილ მრევლს და მიულოცა დღესასწაული. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of…

08.06.2023 | 17:36
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ სამების (განთიადი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მოლოცვა

2023 წლის 5 ივნისს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), მოილოცა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების (განთიადი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი და შეასრულა სავედრებელი პარაკლისი, ასევე სოფელ სამების (განთიადი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დანიშნა მღვდელ-მონაზონი იაკობი (სირდაძე). მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa

Τα σημαντικότερα νέα