ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
09.01.2023 | 18:06
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ქრისტეს შობის დღესასწაულზე

ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, დღეს ბედნიერი დღეა – შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ყოველ წელიწადს აქვს თავისი განსხვავება. ეს წელიწადი განსხვავდება იმით, რომ მრავალი განსაცდელი აქვს ადამიანს. მოციქული ამბობს: ,,ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი”. უნდა დავეხმაროთ მოყვასს, ყოველ ადამიანს, გაჭირვებულ ადამიანს. ღმერთი დაგეხმარებათ თქვენ. ჩვენ ვთხოვთ უფალს, რომ ქრისტე…

09.01.2023 | 18:04
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

საშობაო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება ჟამი გამოუთქმელი სიდიადისა! იშვება ქრისტე,…

05.01.2023 | 16:50
იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ის 90 წლისთავის საიუბილეო მილოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს

უნეტარესო, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსო და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, ჩვენი უმდაბლესობის, ქრისტე ღმერთში ფრიად საყვარელო ძმაო და თანამწირველო, უფალო ილია, თქვენს სასურველ უნეტრესობას, უფლისმიერი ძმობით ვეხვევით და განსაკუთრებული სიხარულით ვესალმებით. ამ ჩვენი საპატრიარქო და ძმური წერილით, თქვენის ფრიად საყვარელი და სასურველი უნეტარესობისადმი გამოვთქვამთ მხურვალე მილოცვებს, დაბადების 90 და სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქის საყდარზე თქვენი აღსაყდრების 45…

05.01.2023 | 16:48
რომის პაპ ფრანცისკეს 90 წლისთავის საიუბილეო მილოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს

მის უწმინდესობას და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II-ს თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად აღსაყდრების ორმოცდამეხუთე წლისთავთან დაკავშირებით და ოთხმოცდამეათე დაბადების დღის აღსანიშნავად, გულწრფელ სურვილებს ვუგზავნი თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას და ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა გიწყალობოთ ჯამრთელობა და სულიერ ნიჭთა სიუხვე თქვენი მრავალწლიანი მწყემსური მსახურების…

05.01.2023 | 16:31
მისი უწმინდესობის ილია II დაბადების დღისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მღვდემთავრებმა, სამღვდელოებამ, ჩვენი საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენელებმა და მრევლმა, მათ შორის მოხევეებმა. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, მადლობა გადაუხადა სტუმრებს და დალოცა სრულიად საქართველო. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

04.01.2023 | 14:38
სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს 90 წლის იუბილე მიულოცა

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა. მისალოც გზავნილში ნათქვამია: პატივისცემით გილოცავთ მნიშვნელოვან თარიღს – თქვენი დაბადების 90 წლის იუბილეს. დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა და ზრახვაჲ წმიდაჲ გონიერებაჲ, ხოლო ცნობაჲ შჯულისა გონებისაგან არს კეთილისა. რამეთუ ამით სახითა მრავალ ჟამ სცხონდე…

04.01.2023 | 14:33
უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს 90 წლის იუბილე მიულოცა.   მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფალში საყვარელო თანამოძმევ და თანამსახურო! გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს – თქვენს 90 წლის იუბილეს. თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის ცხოვრების…

02.01.2023 | 18:08
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 45 წელი

ა.წ. 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების 45 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა. ამავე დღეს მის უწმინდესობას საპატრიარქო რეზიდენციაში ეწვივნენ და ღირსსახსოვარი თარიღი მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, ქ-ნმა სალომე ზურაბიშვილმა,…

31.12.2022 | 21:11
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი რომის პაპ ბენედიქტე XVI-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მისი უწმინდესობის, რომის ემერიტუს – პაპ ბენედიქტე XVI-ის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქრისტიანული სამყაროსათვის. მართალია, იგი აღარ იყო მოქმედი პაპი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. ბენედიქტე XVI ჩვენთვის დარჩება, როგორც კათოლიკური ეკლესიის მიერ აღიარებული ქრისტიანული ღირებულებების ერთგული დამცველი, ძლიერი და ფრიად ღირსეული პიროვნება, რომელმაც ხალხის სიყვარული და პატივისცემა დამსახურებულად მოიპოვა. ქრისტესმიერ საყვარელო თქვენო უწმინდესობავ, რომის პაპო…

Τα σημαντικότερα νέα