2023 წლის 5 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტებმა დეკანის, დეკანოზ იოანე კვანჭიანისა და პედაგოგების – ირაკლი ორჟონიასა და გიორგი თოდუას – თანხლებით წმ. დავით გარეჯელის მონასტერი მოილოცეს. სტუმრებმა ლავრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ილარიონს, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და „ახალი ივერონის“ გამომცემლობებში დასტამბული წიგნები გადასცეს. თბილი შეხვედრის შემდეგ აღსრულდა წმ. დავით გარეჯელის პარაკლისი. მოგვიანებით სატრაპეზოდ სოფელ უდაბნოში გადაინაცვლეს….
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის 26 სექტემბრის № 80 ბრძანებით, სოფელ მენჯის მთავარანგელოზთა სავანის მთელი ტერიტორია უვადოდ გადაეცა ამავე სავანის მონაზონ ზოიას (შუშანია) სარგებლობისა და მოვლა-პატრონობის მიზნით. ბრძანებაში აღნიშნულია მისი მრავალწლიანი ღვაწლის შესახებ, რაც ამგვარი გადაწყვეტილების, როგორც გამონაკლისის, საფუძველი გახდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე საჯარო რეესტრმა სავანის ტერიტორიის საერთო ფართიდან, 430 მ² საცხოვრებელი ფართი…
2023 წლის 1 ოქტომბერს, მისმა ყოვლადუსამღვხელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), მოინახულა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის მზიგულას უბნის მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ტაძარი და გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს. Melkhisedek Khachidze მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
2023 წლის 2 ოქტომბერს, მისმა ყოვლადუსამღვხელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), მოინახულა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონაში მშენებარე ტაძარი და გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს. Melkhisedek Khachidze მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
28 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასა და აზერბაიჯანის თეოლოგიურ ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ და აზერბაიჯანის თეოლოგიური ინსტიტუტის რექტორის მოადგილემ ჯეიჰუნ მამედოვმა. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა. შეხვედრაზე სიტყვა წარმოთქვეს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო…
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწავლა, ტრადიციულად, 14 სექტემბერს იწყება. ეს მნიშვნელოვანი თარიღი თანხვდება მართლმადიდებელი ეკლესიის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს – ინდიქტიონს ანუ საეკლესიო ახალ წელს. სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ თსას მოძღვრებსა და სიონის ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული სავედრებელი…
ა.წ. 4 ოქტომბერს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, ბ-ნ პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ბ-ნმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველო დიდი კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყანაა, რომლის ცხოვრებაშიც მართლმადიდებელ ეკლესიას დღესაც განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს, რისი დადასტურებაცაა თუნდაც ის ფაქტი, რომ, კვლევების თანახმად, საქართველოში ყველაზე…
. სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქიონის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ბასიანეს (ზმეევი), აგრეთვე მეტოქიონის მდივნისა და თანამშრომლის ბულგარეთიდან დეპორტაციასთან დაკავშირებით, რომელიც 2023 წლის 21 სექტემბერს იმ საბაბით მოხდა, რომ თითქოს ეს პირები „საფრთხეს უქმნიდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებას“, მეტოქიონის საქმიანობა დროებით შეჩერდა და მისი ტაძარი დაიხურა. უკანასკნელი დღეების განმავლობაში ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი მიდის სალოცავად რუსული ეკლესიის დაკეტილ კართან. ბულგარეთის…
ა.წ. 3 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი, მისი აღმატებულება ჯასტინ უელბი, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი მარკ კლეიტონი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ…