ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
20.12.2022 | 17:15
შეხვედრა პოეტ ტარიელ ხარხელაურთან

ახლოვდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების 45-ე წლისთავი. მიმდინარე თვეს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ამ თარიღისადმი მიძღვნილი რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. დღეს სასწავლებელს დიდი პოეტი ტარიელ ხარხელაური სტუმრობდა. მან საოცარი გულწრფელობითა და უშუალობით გვაზიარა თავის პოეზიას, თავის სულიერ სამყაროს, გვიპასუხა კითხვებზე. პოეტმა საქართველოს ეკლესიის…

19.12.2022 | 18:33
საკვირაო წირვა ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში

2022 წლის 18 დეკემბერს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) საკვირაო წირვა ჩაატარა ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, წირვის დასასრულს კი ქადაგებით მიმართა და დალოცა შეკრებილი მრევლი.   მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa

19.12.2022 | 18:28
ნიკოლოზობის სადღესასწაულო წირვა ზესტაფონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში

2022 წლის 19 დეკემბერს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზესტაფონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩაატარა, წირვის დასასრულს მიულოცა დღესასწაული და ქადაგებით მიმართა შეკრებილ მრევლს. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa

16.12.2022 | 18:25
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დედაქალაქის საკრებულოში

ა.წ. 14 დეკემბერს თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის, ილია მეორის დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, ბ-ნი შალვა პაპუაშვილი, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ბ-ნი გიორგი ტყემალაძე, პარლამენტის წევრები, მინისტრთა კაბინეტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატები, საქართველოს…

15.12.2022 | 16:43
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის, ილია II-ის დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეები

ა.წ. 9, 12, 15 და 21 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან 45-ე წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეები იმართება. იგი თემატური და შინაარსობრივი მრავალფეროვნებით გამორჩეულ რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას აერთიანებს – 9/12 დეკემბერს სტუდენტები წაიკითხავენ პატრიარქის ღვაწლისა და შემოქმედების ამსახველ მოხსენებებს, მოეწყობა სასულიერო აკადემიისა და…

15.12.2022 | 16:37
სამუშაო სემინარი

ხუთშაბათს, 8 დეკემბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში აკადემიის დეკანატის ორგანიზებით მორიგი სამუშაო სემინარი გაიმართა. სემინარს ესწრებოდნენ სასულიერო აკადემიის დეკანი დეკანოზი იოანე კვანჭიანი, აკადემია-სემინარიის პედაგოგები და მაგისტრატურის სამივე კურსის სტუდენტები. დამსწრეებმა მოისმინეს აკადემიის მესამე კურსის სტუდენტის, ცოტნე გიგიბერიას, მოხსენება „დიდი და ოთხშაბათ-პარასკევის მარხვები. მარხვის წესი“. მოხსენებამ აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. მომხსენებელმა მიმოიხილა მარხვის დადგინების და…

15.12.2022 | 16:35
საიუბილეო დღეები

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია II-ის დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავისადმი მიძღვნილი რიგით მეორე ღონისძიება თსასის საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის სივრცეში გაიმართა. სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის დეკანმა, დეკანოზმა იოსებ ვანიძემ….

15.12.2022 | 16:31
ღონისძიება – ,,ნათლულები ულოცავენ პატრიარქს”

2022 წლის 11 დეკემბერს რუსთავის მერიასთან არსებულ მოედანზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება სახელწოდებით – ,,ნათლულები ულოცავენ პატრიარქს” საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, საპატრიარქოს საყოველთაო ნათლობის საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ძალისხმევითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით შედგა. უწმინდესსა და უნეტარესს აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წელი მიულოცეს რუსთავში მცხოვრებმა ნათლულებმა. ღონისძიება…

14.12.2022 | 17:05
რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ანტიოქიის საპატრიარქოს ახალი ეპისკოპოსის ქიროტონიის ზეიმში

10 დეკემბერს დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესი პატრიარქის იოანე X მიწვევით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელმა ანტიოქიის საპატრიარქო საყდართან არქიმანდრიტმა ფილიპემ (ვასილცევი) მონაწილეობა მიიღო ზეიმში, რომელიც გაიმართა ქალაქ ბალამანდში (ლიბანი) საპატრიარქოს სტავროპიგიალური მიძინების მონასტრის არქიმანდრიტ რომანის (ხანატი) სელევკიის ეპისკოპოსად კურთხევისა და პატრიარქის ვიკარიუსად დადგინებასთან დაკავშირებით. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დამასკოს საკათედრო ტაძარში საღმრთო…

Τα σημαντικότερα νέα