მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველმა, დეკანოზმა ნიკოლოზ ბალაშოვმა კომენტარი გააკეთა იერუსალიმის წმინდა ქალაქისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის უნეტარესი თეოფილე III-ის ბოლო ინიციატივებზე, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, წვლილი შეიტანოს უკრაინაში მშვიდობის მიღწევაში და მსოფლიო მართლმადიდებლობაში არსებული შიდა პრობლემების ერთობლივ, კრებსით განხილვაში. ცოტა ხნის წინ რომში, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილემ გამოაცხადა იერუსალიმის ეკლესიის მზადყოფნა, გამოვიდეს საშუამავლო მისიით, რომელიც…
ა.წ. 30 სექტემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) წიგნის – ,,ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია)“-ს წარდგენა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილი, ხელისუფლებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, მღვდელმთავრები, სამღვდელო და სამოზოვნო დასი, სხვა დაინტერესებული პირები. დამსწრე საზოგადოებას თავდაპირველად მიესალმნენ და ნაშრომი წარუდგინეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზაზა…
ჭეშმარიტ ხელოვნებას არა აქვს საზღვარი, იგი ღვთივმომადლებული ენაა, რომელიც ყველას ესმის და ყველა პატივს სცემს. ამ ენასაც აქვს თავისი მიმართულებები, რომელთა შორის მუსიკა გამორჩეულად სიღრმისეული და მეტყველია, მრავალფეროვანი და მშვენიერია. ამ სფეროს დიდი წარმომადგენელია ჩვენი თანამედროვე მუსიკოსი, დირიჟორი და ქორმაისტერი ბ-ნი შალვა მოსიძე, რომლის წვლილი ქართული საგუნდო მუსიკის, ქართული საეკლესიო გალობისა და ქართული სამუსიკო განათლების…
28 სექტემბერს სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში მუშაობა დაიწყო ორდღიანმა XV საერთაშორისო სამეცნიერო-სასულიერო კონფერენციამ „თანამედროვე თეოლოგიის და საეკლესიო მეცნიერების აქტუალური საკითხები“, – იუწყება სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პრეს-სამსახური. სამეცნიერო ღონისძიებამ, რომელიც ტრადიციულად იმართება ჩრდილოეთ დედაქალაქის სასულიერო სკოლის კედლებში, კიდევ ერთხელ შეკრიბა საეკლესიო და საერო მეცნიერები, სასულიერო აკადემიებისა და სემინარიების მასწავლებლები, სასულიერო და საერო უნივერსიტეტები, რათა განეხილათ თანამედროვე კვლევები…
2023 წლის 28 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა შეხვედრა თემაზე: აფხაზეთი, – თანამედროვე რეალობა და გამოწვევები. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს, აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, სამეცნიერო წრისა და საზოგადოების წარმომადგენლები და ომის ვეტერანები. შეხვედრა მიზნად ისახავდა აფხაზეთის კონფლიქტის პრობლემასთან დაკავშირებული ფაქტების განხილვას. სამწუხაროდ, ანტიქართულ ძალებთან საინფორმაციო ომში ჩაბმული ქართული მხარე ჯერჯერობით ვერ ახერხებს…
28 სექტემბერს ტოკიოში გაიმართა იაპონიის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის რიგგარეშე კრება, რომელმაც მისი ახალი წინამძღვარი აირჩია. ახალარჩეული ტოკიოს მთავარეპისკოპოსი და სრულიად იაპონიის მიტროპოლიტი გახდა სენდაის მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ცუჯიე), იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესიის სამიტროპოლიტო საყდრის ადგილმონაცვლე. ავტონომიის შესახებ იაპონიის მართლმადიდებლი ეკლესიის ტომოსის შესაბამისად, რომელიც მას 1970 წელს ებოძა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ 2023 წლის 28…
26 სექტემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერლინ-გერმანიის ეპარქიის მმართველმა, რუზის მთავარეპისკოპოსმა ტიხონმა გეთსიმანიის ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის წინამძღვართან, ავილონის მთავარეპისკოპოს დოროთესთან ერთად (იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია) გეთსიმანიაში ღვთისმშობლის საფლავზე. საღმრთო ლიტურგია აღავლინა. იერარქებს თანამსახურება გაუწიეს იერუსალიმის საპატრიარქოს კლირიკოსებმა, მღვდელმონაზონმა ამბროსიმ (იგნატოვი), ქებრონში წმინდა მამამთავართა სახ. რუსეთის სასულიერო მისიის მეტოქიონის მეკლიტურმა პროტოდიაკონმა არჩილ ჩხიკვაძემ. ლიტურგიის დასრულების შემდეგ შედგა საუბარი….
დღეს, 27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ჯვართამაღლებას, – ბიზანტიის იმპერატორ წმინდა კონსტანტინეს დედის, წმინდა დედოფალ ელენეს, მიერ სამი საუკუნის შემდეგ იმ ჯვრის პოვნას, რომელზეც მაცხოვარი აწამეს. ეს დღე დიდად მნიშვნელოვანია მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის. შევნიშნავთ იმასაც, რომ იგი ამავე დროს მწუხარების დღეცაა, რადგან ვნების შვიდეულის პარასკევის და იმ დანაშაულის გახსენების დღეა, რომელიც კაცთა მოდგმამ ჩაიდინა ღმერთის…
22 სექტემბერს, წმინდათა და მართალთა მშობელთა ღნრთისათა იოაკიმესა და ანას და III მსოფლიო კრების (431) ხსენების დღეს, მღვდელმა გიორგი სერგეევმა, რომელიც პასუხისმგებელია თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს მორწმუნეების სულიერ გამოკვებაზე, ლიტურგია აღავლინა ეფესოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც თავის დროზე მსოფლიო კრება გაიმართა. მას თანამსახურება გაუწია მღვდელ ალექსი გოლოვინმა, რომელიც ანტალიაში მოსკოვის საპატრიარქოს თემის სულიერ გამოკვებაზე…