გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით იმართება. მორიგი საღამო 2022 წლის 8 დეკემბერს ქ. რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა წმინდა ილია მართალს (ჭავჭავაძეს), რომელიც 1987 წელს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის წარდგინებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდანთა დასში შერაცხა….
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და ძალისხმევით, უკვე მრავალი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის საიუბილეო თარიღების, დაბადებიდან 90 და ინტრონიზაციიდან 45 წლის აღსანიშნავად.ამ ღონისძიებათა მთავარი სათქმელი მისი უწმინდესობის იმ უმნიშვნელოვანესი საქმეების გახსენება და წარმოჩენაა, რომელთაც მისი პატრიარქობის დროს ჩაეყარა საფუძველი. მათ შორის, გაიმართა ისეთი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც მიეძღვნა…
უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება, ამასთანავე არ იგეგმება ეკლესიათა მეთაურების, მათი წარმომადგენლების ან საერო პირთა მოწვევა. patriarchate.ge
ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, – ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო. იგი საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა. ღმერთი შეეწიოს და მის უკვდავ სულს თვისი სავანე დაუმკვიდროს; ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი ლოცვის ძალა მისცეს და განაძლიეროს რწმენამ იმისა, რომ სიკვდილი რეალურად არ არსებობს და რომ…
6 დეკემბერს სოფიაში შედგა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის შეხვედრა ბულგარეთის სამეფო სახლის მეთაურთან, სვიმეონ II საქსკობურგოტსკისთან. მეუფე ანტონი ბულგარეთს ეწვია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქიონის 70 წლისთავთან დაკავშირებულ ზეიმში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრაში მონაწილეობდნენ, აგრეთვე, რუსეთის ფედერაციის ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ე.ვ. მიტროფანოვა, სსკგ-ს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი, სოფიაში…
patriarchate.ge
ავთანდილ რურუას, რომეო კვარაცხელიას, რომეო ფიჩხაიას, მარაბ ალადაშვილისა და ბადრი მარკელიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ა.წ. 3 დეკემბერს ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის, – ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბის და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ…
ა.წ. 6 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღო. ბ-ნმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის უწმინდესობას წარუდგინა და გააცნო იორდანიაში წმინდა მიწაზე დაგეგმილი ქართული სავანის მშენებლობის პროექტი. patriarchate.ge
კონფერენცია იმართება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. ძვირფასო დებო და ძმებო, “გრიგოლიადა 2022”-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში 7 დეკემბერს 20:30 საათზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში (აღმაშენებლის #68) შედგება საჯარო შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან. შეხვედრის თემაა: “წმინდა გრიგოლ ხანძთელი – დიდი მღვდელი და ისიქასტი”. გთხოვთ გაამახვილოთ ყურადღება, რომ მამა თეოდორესთან შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია როგორც ვირტუალურად, ისე – ფიზიკურად….