ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
05.12.2022 | 17:24
უნეტარესმა ანასტასიოსმა გერმანიის პრეზიდენტს უმასპინძლა [ფოტო]

პრეზიდენტს საკათედრო ტაძარში თავად უნეტარესმა ანასტასიოსმა და წმინდა სინოდის სხვა წევრებმა, მიტროპოლიტმა ანტონმა, მიტროპოლიტმა ნათანაელმა და ეპისკოპოსმა ასტიმ უმასპინძლეს. პრეზიდენტმა ტაძარში ილოცა და სანთელები აანთაო. გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ შტაინმაიერი ოფიციალური ვიზიტით ალბანეთში ინყიფებოდა სადაც შეხვედრა გამართა ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავართან მთავარეპისკოპოს ანასტასიოსთან პრეზიდენტს საკათედრო ტაძარში თავად უნეტარესმა ანასტასიოსმა და წმინდა სინოდის სხვა წევრებმა, მიტროპოლიტმა ანტონმა,…

05.12.2022 | 15:17
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე

ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ დღესასწაულს, – ტაძრად მიყვანებას ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ. რა გამოვიარეთ ჩვენ? ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, – ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მე მინახავს წიგნი, სადაც ჩამოწერილია სახელები ადამიანებისა, რომელნიც დახვრიტეს კომუნისტებმა რწმენისათვის. დრო შეიცვალა. დღეს მშობლების მოვალეობა არის, რომ აზიარონ შვილები სარწმუნოებას, აზიარონ ეკლესიურ ცხოვრებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ…

02.12.2022 | 18:09
შეხვედრა ფსიქოლოგ მარინე ჩიტაშვილთან

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აგრძელებს შემეცნებითი საღამოებისა და შეხვედრების ციკლს სხვადასხვა საინტერესო და აქტუალური საკითხის შესახებ. 2022 წლის 29 ნოემბერს მორიგი სტუმარი გახლდათ ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი. შეხვედრის მთავარი თემა იყო საზოგადოებაში არსებული აგრესია. სტუმარმა ისაუბრა აგრესიის გამომწვევი მიზეზებისა და მისგან გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმების თაობაზე, ასევე შეეხო ტრავმული გამოცდილების გავლენას ადამიანის ქცევაზე, სულიერი მოძღვრისა და…

01.12.2022 | 17:21
სამუშაო სემინარი

სამუშაო სემინარი ა.წ. 30 ნოემბერს ბიბლეისტიკის კათედრაზე სასულიერო სემინარიის მეორე კურსის სტუდენტმა, თემურ სირბილაშვილმა, მორიგი სასემინარო თემა წარადგინა – „იესო ქრისტე და ნიკოდიმოსი (სახარებისეული მონაკვეთის – იოან. 3.1-15-ის – თეოლოგიური ანალიზი“). ნაშრომს ხელმძღვანელობდა გიორგი თოდუა. მომხსენებელმა ეკლესიის მამათა – წმინდა იოანე ოქროპირისა და ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის – ნაშრომებზე დაყრდნობით წარმოადგინა სახარების ზემოთ აღნიშნულ ეპიზოდთან (იოან….

30.11.2022 | 16:04
საკვირაო წირვა ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში

2022 წლის 27 ნოემბერს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) საკვირაო წირვა ჩაატარა ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, წირვის დასასრულს კი ქადაგებით მიმართა და დალოცა შეკრებილი მრევლი. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa

29.11.2022 | 15:03
სამების საკათედრო ტაძარში 66-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა

ა.წ. 27 ნოემბერს სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის 66-ე ეტაპი ჩატარდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებს კიდევ 965 ბავშვი შეემატა. მისმა უწმინდესობამ დალოცა ნათლულები და გაქრისტიანება მიულოცა.   ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, – ნათლობას 900-ზე მეტი ბავშვისა. ბედნიერი იყავით, გაიხარეთ. ვლოცავ თქვენს ოჯახებს, თქვენს მშობლებს, თქვენს და-ძმებს. ჩვენი ნათლულია უკვე 45000 ბავშვი….

28.11.2022 | 16:36
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ზურაბ კიკნაძის გარდაცვალების გამო

ბატონი ზურაბ კიკნაძე იყო ჩვენი დროის ინტელიგენციის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, უაღრესად განათლებული, სულიერი თვალით მზირალი გამორჩეული ადამიანი, რომლის შინაგანი სამყარო მოიცავდა შუამდინარეთის ლიტერატურასა და მითოლოგიას, ქართულ ფოლკლორსა და მითოლოგიას, ქრისტიანობასა და ქრისტიანულ კულტურას, ქართულ მწერლობას, ბიბლიას – ძველ და ახალ აღთქმას…ზოგადად მსოფლიო კულტურის საგანძურს. განსაკუთრებულია მისი ღვაწლი ძველი აღთქმის თარგმნაში და, საერთოდ, ბიბლიის ახალქართული ტექსტის გამოცემაში,…

28.11.2022 | 16:22
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

ა.წ. 26 ნოემბრის ღამეს ხაშურში ჩადენილი შემაძრწუნებელი ფაქტი როგორც ჩვენგან, ისე საზოგადოებისგან უმკაცრეს შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს. სამწუხაროა, რომ მასმედიით მოხდა მონოზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და ამ დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც… რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია. ამავე დროს გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით დიდი…

28.11.2022 | 16:19
დაიწყო შობის მარხვა

დღეს, 28 ნოემბერს, დაიწყო შობის მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გაგრძელდება. ეს არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მართლმორწმუნენი ემზადებიან, რათა ძალისამებრ თვისისა სულიერად განწმენდილნი შეხვდნენ უდიდეს დღესასწაულს, – ამქვეყნად მოვლინებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. გააძლიერეთ ლოცვა (ყოველდღიური კანონის გარდა ხშირად თქვით ,,მოწყალებისა კარი განგვიღე…“ და იკითხეთ სახარება) და ეცადეთ, ყოველ კვირა და დღესასწაულის დღეებში ეზიაროთ. შეგახსენებთ, რომ…

Τα σημαντικότερα νέα