2022 წლის 24 ნოემბერს, მისი ყოვლადუსამღვდელოების, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, დეკანოზმა პავლემ (ცერცვაძე) აკურთხა ზესტაფონის აგრარული ბაზარი და დალოცა იქ მომუშავე ადამიანები. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
2022 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარსა ეწვია. საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მღვდელი პეტრე ხუმარაშვილი, მონაზვნები და მგალობლები. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ისტორიული ჰერეთის ქართველობის მთავარ რელიგიურ სიწმინდესა და სალოცავში, ქურმუხის წმინდა გიორგის…
2022 წლის 22 ნომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მიიღო საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წამომადგენლები: დანიის სამეფოს ელჩი ქ-ნი ანე ტოფტ სორენსენი 🇩🇰 შვედეთის სამეფოს ელჩი ბ-ნი ულრიკ ტიდესტრომი 🇸🇪 ესტონეთის ელჩი ქ-ნი რინა კალიურანდი 🇪🇪 ლიეტუვის ელჩი ბ-ნი ანდრიუს კალინდრა 🇱🇹 ლტოლვილთა დანიის საბჭოს რეგიონალური დირექტორი ბ-ნი ვინსენტ დონტო 🇩🇰…
არსებობს საეკლესიო წესები, ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი, ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საქართველოს პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მილოცვის ტექსტი რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდა. „საეკლესიო წესები არსებობს. ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ, გარკვეული რაოდენობის…
მეუფე ზენონი დეკემბერში შეიძლება, ჩამოვიდეს საქართველოში და არ გამოვრიცხავ, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, მეუფე ზენონი დიდი ხანია, საქართველოში არ ჩამოსულა და სინოდის კომისიამ ის გაათავისუფლა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიიდან, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსობიდან. „საეკლესიო წესების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ეპისკოპოსი სამ თვეზე მეტი ხანი…
2022 წლის 21 ნოემბერს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), მთავარანგელოზთა დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ჩაატარა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში, წირვის დასასრულს შესრულდა ლიტანიობა ტაძრის გარშემო, ბოლოს კი მეუფე მელქისედეკმა ქადაგებით მიმართა შეკრებილ მრევლს და მიულოცა დღესასწაული. Melkhisedek Khachidze მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
სრულიად საქართველოს უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების დღე მიულოცა. მის უწმინდესობას კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს თქვენო უწმინდესობავ! ქრისტეში სიყვარულით გილოცავთ თქვენს დაბადების დღეს! ამ რთულ დროში გისურვებთ ჯანმრთელობას და ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა…
დღეს ვემშვიდობებით ბატონ ნოდარ ნათაძეს, – ცნობილ ფილოსოფოსს, პოლიტიკოსს, ეროვნულ მოღვაწეს; პატიოსნებით, გულწრფელობით, პირდაპირობით გამორჩეულს, რომელიც ყოველთვის დიდი პატივისცემით სარგებლობდა საზოგადოებაში და ღვთის წინაშეც მაზიარებელ პიროვნებად წარსდგება. აღვავლენთ ლოცვებს, რათა მისმა უკვდავმა სულმა სავანე მართალთა დაიმკვიდროს, ხოლო ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და ლოცვითი შეწევნის ძალა. patriarchate.ge
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია ll-ის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით, ხორციელდება სხვადასხვა სამრევლო პროექტები კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანსაღი ცხოვრების წესის მოწოდებისა და მომავალი თაობის ეკლესიასთან დაახლოების, ეკლესიური ცხოვრებით დაინტერესების შესახებ. აღნიშნულ პროექტში აქტიურად ჩაერთო ორთაჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის სამრევლო. დაიწყო ფუნქციონირება საკვირაო სკოლამ – “კვირიაკე” , სადაც მოსწავლეები სწავლობენ საღმრთო სჯულს,გალობას და ქრისტიანული მოძღვრების…