ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
01.10.2025 | 15:16
მსოფლიო პატრიარქმა სამეცნიერო ჟურნალ ‘თეოლოგიის’ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გახსნა

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ათენისა და სრულიად საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სამეცნიერო ჟურნალ „თეოლოგიის“ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გახსნა. ღონისძიება თესალონიკში იმართება და მისი თემაა: „მართლმადიდებლური თეოლოგია და ტექნოლოგიის ‘ონტოლოგია’: ანთროპოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული შედეგები“. კონფერენციას საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მთავარეპისკოპოსი იერონიმე, მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, იერარქები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებიან….

30.09.2025 | 18:17
კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ალი-ისაევ-ავარსკის გარდაცვალების გამო

ვწუხვართ, რომ გარდაიცვალა ალი-ისაევ-ავარსკი, დაღესტნელთა (ავარიელთა) შესანიშნავი წარმომადგენელი, საქართველოს დიდი მეგობარი, რეჟისორი, მსახიობი, პოეტი. მან უმაღლესი განათლება თბილისში მიიღო, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს რეჟისორებთან და საზოგადო მოღვაწეებთან, ქართველების სიძეც გახდა და ხშირად საპატრიარქოშიც მოდიოდა. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა და უსიამოვნებისა, მისი დამსახურებით მოხდა, რომ ჩრდილო კავკასიიდან ერთადერთმა დაღესტნელებმა აფხაზეთის ომში ჩვენს წინააღმდეგ ჯარი…

29.09.2025 | 18:30
მეუფე შიო: ‘მხოლოდ ის შეძლებს იყოს ქრისტიანი, ვინც თავის ჯვარს აიღებს და ქრისტეს შეუდგება’

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ჯვართამაღლების დღესასწაულზე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარევ, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ჯვართამაღლების დიდებულ დღესასწაულს. ასევე გილოცავთ წმინდა დიდი მღვდელმთავრის, იოანე ოქროპირის ხსენებას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ ჯვრის მნიშვნელობაზე….

26.09.2025 | 19:12
მეუფე შიო: ‘წმინდა ქეთევანმა… მთელი საქართველო გადაარჩინა იმჟამად გამაჰმადიანებისგან, მთელ ხალხს შთაჰბერა და შეუნარჩუნა სულიერი სიმტკიცე’

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ამბა ალავერდელო მიტროპოლიტო დავით, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ წმინდა დიდმოწამე ქეთევან კახეთის დედოფლის ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, მოლოცვას. წმინდა დიდმოწამე ქეთევანი თავისი…

25.09.2025 | 18:03
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება ერთობლივი პროექტი, სამინისტროში კაპელანთა ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით. პროექტის ფარგლებში, ამა წლის 23 სექტემბერს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრში პირველი სალექციო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს ჯარისკაცებში პატრიოტული სულისკვეთებისა და ქრისტიანული თუ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გაღრმავებას. შეხვედრაზე მოხსენებით წარდგნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის…

24.09.2025 | 20:07
სინას ახალარჩეული მთავარეპისკოპოსი სიმეონი საბერძნეთის მთავარეპისკოპოს იერონიმეს შეხვდა

სინას, ფარანისა და რაითის არჩეული მთავარეპისკოპოსი და წმინდა ეკატერინეს ისტორიული მონასტრის წინამძღვარი სიმეონი დღეს შუადღით ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოს იერონიმეს შეხვდა. მთავარეპისკოპოსი იერონიმე ახალარჩეულ მთავარეპისკოპოსს თბილად მიესალმა და უსურვა, რომ ყველა სირთულე მალე დაიძლიოს. მთავარეპისკოპოსმა სიმეონმა მადლობა გადაუხადა მთავარეპისკოპოს იერონიმეს და მისი სახით, სრულიად საბერძნეთის ეკლესიას, მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. შეხვედრის შემდეგ მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ განაცხადა:…

24.09.2025 | 19:54
მინისტრი გივი მიქანაძე და მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 35 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე და კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) რაბათის ციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 35 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და რეგიონის მასშტაბით მომავალი თაობების აღზრდის საქმეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა ახალციხის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა და მათ…

24.09.2025 | 17:51
საღვთო ლიტურგია აღევლინა ქალაქ ეფესოში, სადაც III მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა

22 სექტემბერს, წმინდანთა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმესა და ანას და III მსოფლიო საეკლესიო კრების (431) ხსენების დღეს, მღვდელმა გიორგი სერგეევმა, რომელიც პასუხისმგებელია თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს მორწმუნეთა სამწყემსო მზრუნველობაზე, საღვთო ლიტურგია აღასრულა ეფესოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც 431 წელს მსოფლიო კრება ჩატარდა. ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ მომლოცველები სტამბოლიდან, იზმირიდან და კუშადასიდან. მათგან უმრავლესობა ქრისტეს წმინდა…

23.09.2025 | 18:00
მიტროპოლიტ შიოს სიტყვა ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილე სასულიერო პირების დაჯილდოების ცერემონიაზე

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვა ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილე სასულიერო პირების დაჯილდოების ცერემონიაზე პატივცემულო, ბატონო მინისტრო, პატივცემულო, ქალბატონო მინისტრის მოადგილევ, ძვირფასო მამებო, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებო, თანამშრომლებო, დღეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის მომსწრენი ვართ. ისტორიული შეიძლება ეწოდოს უკანასკნელი წლების განმავლობაში საპატრიარქოსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის თანამშრომლობას,…

Τα σημαντικότερα νέα