დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას! – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს. მთავრობის მეთაური უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას ულოცავს. „უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო…
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ. როგორც ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების განცხადებაშია აღნიშნული, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა, ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა. „თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო და, ამავდროულად, საპასუხისმგებლო მისია, რომ…
ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება. ინტრონიზაციის თარიღი სრულიად საქართველოს ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ გამოაცხადა. ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება ახალმა პატრიარქმა თავად მიიღო. საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს აირჩიეს. sazu.ge
ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლითა და სასოებით, – ამის შესახებ საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ განაცხადა. მეუფე შიო საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს აირჩიეს. მღვდელმთავრებმა სამ კანდიდატს შორის…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს. სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იწოდება შიო მესამედ. გაფართოებულ კრებაზე ხმის უფლებით სარგებლობდნენ მხოლოდ წმინდა სინოდის წევრები. კენჭისყრაში სინოდის 39-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა. მღვდელმთავრებმა სამ კანდიდატს შორის გააკეთეს არჩევანი. კენჭისყრის შედეგად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს. სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იწოდება შიო მესამედ. გაფართოებულ კრებაზე ხმის უფლებით სარგებლობდნენ მხოლოდ წმინდა სინოდის წევრები. კენჭისყრაში სინოდის 39-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა. მღვდელმთავრებმა სამ კანდიდატს შორის გააკეთეს არჩევანი. კენჭისყრის შედეგად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საპატრიარქო კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. კენჭისყრაში სინოდის 39-ვე წევრმა მიიღო მონაწილეობა. ხმების დათვლის პროცესი დახურული იქნება, ხოლო კენჭისყრის საბოლოო შედეგი პირდაპირ ეთერში გამოცხადდება. კენჭისყრის შედეგს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე, მეუფე ანანია გამოაცხადებს. გაფართოებულ კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებმა, ხოლო დელეგატები, რომლებიც მონაწილეობენ კრების მუშაობაში,…
მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია, – ამის შესახებ გაფართოებული საეკლესიო კრების გახსნისას კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, პატრიარქობის კანდიდატმა, მეუფე შიომ განაცხადა. მეუფე შიოს თქმით, ძნელია, მოიძებნოს საეკლესიო ცხოვრების სფერო, რომელზეც ილია მეორეს არ უზრუნია და…
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება დახურულ რეჟიმში გრძელდება. მანამდე კრების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი). კრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდით დაიწყო. საეკლესიო კრებას 1 200-მდე დელეგატი ესწრება. კრებაზე დაგეგმილია საპატრიარქო ტახტის კანდიდატების სიტყვით გამოსვლები, სიტყვით გამოვლენ ეპარქიებიდან წარმოდგენილი დელეგატებიც. ასევე,…