პატრიარქის ღირსება აღსაყდრების მსახურებაზე გამოკვეთილია, რაც ვლინდება დასაწყისიდანვე, გარკვეულ დროს მას გადასცემენ საპატრიარქო კვერთხს, გარკვეულ დროს მანტიით შემოსავენ და ეს წმინდა ლიტურგიაშია ჩართული, – ამის შესახებ პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძემ ჟურნალისტებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განუცხადა. მან გაფართოებულ კრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უდიდესი ღირსებით და მოწესრიგებულობით ჩატარდა გაფართოებული კრება. „უდიდესი პატივისცემა და მადლიერება ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი…
მჯერა, დადებით ცვლილებებს შორის საყოველთაო შერიგება იქნება. იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ახალი პატრიარქი შემრიგებელი იქნება ყველა მხარეს შორის,- ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მდივანმა, მღვდელმონაზონმა იერონიმე ქათამაძემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან ჟურნალისტებს აქციების ფარგლებში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც იერონიმე ქათამაძემ აღნიშნა, „არის ინფორმაცია, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს იმას, რომ…
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, უწმინდესმა კირილემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა, – ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს. „გულწრფელად ვულოცავ თქვენს უწმინდესობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევას“, – აღნიშნულია რუსეთის პატრიარქის წერილში. მისი მტკიცებით, საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო ისტორიის განმავლობაში და მტკიცედ…
დავლოცოთ ილია მეორის სული და მადლობა ვუთხრათ დიდი ღვაწლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა შიო მესამემ სიონის ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა. „დავლოცოთ ილია მეორის სული და…
1tv.ge
ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000 წლოვანი ეკლესია,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის არჩევის შესახებ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ღვთის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეს მას. „დღეს, 2026 წლის 11 მაისს, უფლის ნებით, მის ორიათასწლოვან ეკლესიაში, ანდრია პირველწოდებულის კათედრაზე, საქართველოში…
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს. როგორც ყაველაშვილი აცხადებს, შიო მესამეს წინამძღოლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ უფრო განმტკიცდება. „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. ჩვენი ეკლესიისათვის ახალი სულიერი წინამძღოლის გამორჩევა უდიდესი ეროვნული და სულიერი მნიშვნელობის მოვლენაა, რადგან პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი…
ძნელია, ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო ჩემი სულიერი განწყობა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც, გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, შიო მესამემ განაცხადა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სამებაში გამართული დიდი საეკლესიო კრების შემდეგ, სასულიერო პირებსა და…
დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას! – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს. მთავრობის მეთაური უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას ულოცავს. „უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო…