ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
27.10.2022 | 15:58
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) და მესტიიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს (ქიტიაშვილი) ვულოცავ ეპისკოპოსად კურთხევის 20 წლისთავს. მადლობელი ვარ, რომ თქვენ ძალისამებრ თქვენისა ემსახურებით დედა ეკლესიას, ჩვენს მრევლს. უფალმა შეგაძლებინოთ კვლავაც მრავალი ღვთისსათნო საქმის აღსრულება. გეწეოდეთ ყოვლადწმინდა სამება, დედა ღვთისა და ყოველნი ზეციური ძალნი. patriarchate.ge

26.10.2022 | 16:39
მახათას მთის ათონელ მამათა მონასტერში ჩატარდა მისი უწმინდესობის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ორშაბათს, 24 ოქტომბერს, მახათას მთის ათონელ მამათა მონასტერში ჩატარდა მისი უწმინდესობის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შეხვედრა. ეს ღონისძიება ერთ-ერთია იმ საზეიმო ციკლიდანაა, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით იმართება. შეხვედრის თემა გახლდათ ,, შვიდგზის ლოცვების მნიშვნელობა და მათში შემავალი ლოცვების სულიერ-საღვთისმეტყველო ანალიზი”. მის უწმინდესობას არაერთგზის აღუნიშნავს, რომ თავისი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს მოვლენად ამ ლოცვების შექმნას…

26.10.2022 | 16:35
კვიპროსი: ანტიოქიის პატრიარქი კვიპროსში ჩავიდა

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი უნეტარესი იოანე სასწრაფო რეჟიმში კვიპროსზე გადაფრინდა და მოინახულა უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.   wenews.ge

25.10.2022 | 15:37
საჯარო ლექციათა ციკლი

ა/წ 27 ოქტომბერს, 14 საათზე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მე-8 აუდიტორიაში სასულიერო სემინარიის (თეოლოგიის პროგრამა, ბაკალავრიატი) სტუდენტებისთვის გაიმართება შეხვედრა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ ვახტანგ გოილაძესთან. ბატონი ვახტანგი წაიკითხავს ლექციას თემაზე: ,,მეფთა ცხოვრების“ ბედი და მასთან დაკავშირებული საქართველოს ისტორიის პრობლემები. დასწრება თავისუფალია სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაც. tsas.ge

25.10.2022 | 15:35
სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

20 ოქტომბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შედგა აკადემიის სტუდენტის გოჩა ცუხიშვილის სამაგისტრო ნაშრომის დაცვა თემაზე: „მარტვილობაი ორმეოცთაი და საეკლესიო ტრადიცია“. ნაშრომი მომზადდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლელა ხაჩიძის ხელმძღვანელობით, რეცენზენტი იყო თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია. ნაშრომის ენობრივი ანალიზი ეკუთვნის ფილოლოგიის დოქტორს ქეთევან მამასახლისს. სამაგისტრო ნაშრომის დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის,…

25.10.2022 | 15:24
ლონდონი: მთავარეპისკოპოსი ზენონი მსოფლიო პატრიარქთან ლიტურგიაზე

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ლონდონში იმყიფება, დღევანდელ საღმრთო ლიტურგიაზე მიწვეული იყო საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, დიდი ბრიტანეთის ქართული ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) მსოფლიო პატრიარქმა მთავარეპისკოპოს ზენონს გულსაკიდი სამღვდელმთავრო პანაღია უსახსოვრა.   wenews.ge

25.10.2022 | 15:22
რუმინეთის პატრიარქმა საქართველოს ელჩს უმასპინძლა

სრულიად რუმინეთის პატრიარქმა მისმა უნეტარესობამ დანიელმა ბუქარესტის საპატრიარქო რეზიდენციაში უმასპინძლა საქართველოს სრულუფლებიან ელჩს რუმინეთში მის აღმატებულებას ბატონ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილს. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე პატრიარქმა ელჩი დალოცა და მომავალი წარმატებული საქმიანობა უსურვა. wenews.ge

24.10.2022 | 17:27
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ქ-ნ თამარ გვერდწითელის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

გულითადად გისამძიმრებთ დედის, ქალბატონ ნინოს (ინას), გარდაცვალებას. დიდია მისი დამსახურება შვილების წინაშე და, ბუნებრივია, დიდია თქვენი გულისტკივილი მასთან განშორების გამო. მაგრამ უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ ჩვენი სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, არამედ, – გარდაცვალებით; გარდაცვალება კი დასაწყისია მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა მოვემზადოთ. აღვავლენთ ლოცვებს ქალბატონი ნინოს (ინას) უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა სავანე თვისი…

21.10.2022 | 17:09
იერუსალიმის პატრიარქი უნეტარეს ქრიზოსტომოსის თხოვნით კვიპროსში ჩავიდა

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი უნეტარესი თეოფილე მესამე კვიპროსში ჩავიდა იერუსალიმის პატრიარქს კვიპროსში ჩასვლა პირადად სთხოვა კვიპროსის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა ქრიზისტომოსმა რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო მონაცემებით მძიმეა. უცნობია მიზეზი თუ რატომ გახდა საჭირო იერუსალიმის პატრიარქის საგანგებო და სასწრაფო ვიზიტი კვიპროსში. wenews.ge

Τα σημαντικότερα νέα