ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
09.04.2021 | 13:30
“ვალდებულნი არიან მეუფე სტეფანეს მითითებებს, განკარგულებებს, კურთხევებს დაემორჩილონ”

ძალიან მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება, რაც მან ეპარქიაში განახორციელა არის სრულად მხარდაჭერილი, არის ლეგიტიმური და აბსოლუტურად კანონიერი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მღვდელმთავრების შეხვედრის დასრულების შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. მისივე თქმით, საპატრიარქო მეუფე სტეფანეს მიერ გატარებულ ყველა ზომას მხარდაჭერას უცხადებს და ეს…

09.04.2021 | 13:20
საეკლესიო კალენდარი: 9 აპრილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 აპრილს მოწამეების მატრონა თესალონიკელის (III-IV), მანუელის და თეოდოსის (304),  ასევე  წმინდა იოანე წინამხედველის  (დაახ. 395) ხსენების დღეს აღნიშნავს   საეკლესიო კალენდრის მიხედვით 9 აპრილი მოწამე მატრონა თესალონიკელის ხსენების დღეა. მატრონა თესალონიკში მცხოვრები ერთი დიდგვაროვანი ებრაელი ქალბატონის მხევალი იყო. ქალბატონს სურდა, იუდაიზმზე მოექცია იგი და ხშირად სცემდა, ბოლოს კი, გააფთრებისგან გონდაკარგულმა, დილეგში გამოამწყვდია…

08.04.2021 | 13:59
ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საპატრიარქოში მღვდელმთავრები იმსჯელებენ

ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე საპატრიარქოში მღვდელმთავრები იმსჯელებენ, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა. „საპატრიარქოში დღეს მღვდელმთავრები იკრიბებიან. ეს არ არის პირველი პრეცენდენტი. ასეთი შეხვედრები იმართებოდა, თუმცა დღეს უფრო გაფართოებული იქება. მღვდელმთავრები იმსჯელებენ მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე. იცით, გუშინ მამა გრიგოლი, რომელიც მეუფე სტეფანემ მიავლინა…

08.04.2021 | 13:42
მეუფე იაკობი: “ამდენი კარავი რა არის, რომელ წლებში ვართ ჩარჩენილი. რას ვაკეთებთ?”

მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო პოლიტიკოსებს, ბევრჯერ ვთხოვე მათ, რომ შერიგებულიყვნენ, შევთავაზე ეკლესიაში მხოლოდ და მხოლოდ შერიგებისთვის მოსულიყვნენ, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მან როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას შესთავაზა, ეკლესია შერიგებისთვის გამოიყენონ. მეუფე იაკობის აზრით, სამარცხვინოა, როდესაც მოლაპარაკებების პროცესში უცხოელი მედიატორი ჩაერთო და მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ ვერ მოხდა. „რუსთაველზე გავიარე, თბილისი…

08.04.2021 | 13:26
7 500 სიყვარულის ამანათი პირეის მიტროპოლიტისგან

აღდგომის ღამეს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრი, პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე თავის ეპარქიაში აღრიცხულ 7500 ღარიბ ოჯახს სიყვარულს ამანათებს” გაუგზავნის ( სააღდგომო სანოვაგითა და მცირე ოდენი თანხით).   — facebook.com/msofliosaeklesiosiaxleni

08.04.2021 | 13:11
პატრიარქის ქადაგება ხარების დღესასწაულზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა ქადაგებისას მრევლს სიყვარულისა და სულიერი სიმშვიდისკენ მოუწოდა. „გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ხარებას. ეს სიხარულის და სიყვარულის დღესასწაულია. მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის – ძველი ქრისტიანები, მართლმადიდებლები ამბობდნენ, რომ ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს ხარების დღეს, დღესასწაულობს მთელი სამყარო. დღეს თითქოს ცა და ქვეყანა…

08.04.2021 | 13:04
საეკლესიო კალენდარი: 8 აპრილი

8 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშავს ხსენებას: გაბრიელისა; მღვდელმოწამისა ირინეოსისა; მოწამეთა: ბათუსი და ვერკი ხუცესთა, არპილე მონოზონისა, საეროთა: აბიბოსი, აგნისა, რეასესი, იგათრაქსისა, ისკოისა, შილასი, სიგიცესი, სონირილესი, სვიმბლესი, თერმესი, ფილესი დედათა: ანასი, ალასი, ლარისასი, მოიკოსი, მამიკასი, უირკოსი, ანიმაისასი, გაათასი, გუთელი დედოფლისა, და დუკლიდასი; ღირსისა მალქოს ასურისა; ღირსისა ვასილი ახლისა. მთავარანგელოზ გაბრიელის კრება მთავარანგელოზი გაბრიელი უფალმა გამოარჩია, რათა…

07.04.2021 | 15:33
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის უპრეცედენტო გადაწყვეტილება

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მუდმივმოქმედმა წმიდა სინოდმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც მომზადდება შესაბამისი ონლაინ-პროგრამა, რომლის საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეეძლება დაუბრკოლებლად შევიდეს საბერძნეთის ეკლესიის არქივში და ნებისმიერი სახის მასალა მოიპოვოს, რაც მას სურს და რითაც დაინტერესებულია.   — facebook.com/msofliosaeklesiosiaxleni

07.04.2021 | 13:44
ხარება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთის-მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა – (კონსტანტინეპოლის პატრიარქ პროკლე განმანათლებლის საუბარი)

დღევანდელი შეკრება ყოვლადწმიდა ქალწულის პატივად მიწვევს ძმანო, რათა წარმოვსთქვა შესხმაჲ მისი, სასარგებლო, ვფიქრობ, საეკლესიო კრებულში მოსულთათვისაც. იგი წარმოადგენს ქებას დედათა, დიდებას მათი სქესისა, რა დიდებასაც ანიჭებს მათ ის, ვინც დედაა და იმავ დროს ქალწული. სანუკველი და განსაცვიფრებელი შეკრებაა! იხარებდ, ბუნებავ, პატივი მიეგების დედას; განსცხრებოდე, მოდგმაო კაცთაო, რამეთუ ქალწული იდიდება. “სადა-იგი განმრავლდა ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად გარდაემატა…

Τα σημαντικότερα νέα