კვლავ ვემშვიდობებით უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლებს, – ალუდა ზვიადაურს, კახა გოგოლს, ბერდია ჯოხაძეს, გელა გოგიასა და ედიშერ კვარაცხელიას, რომელთაც სიცოცხლე გაწირეს მოყვასის დასაცავად. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული,…
დღეს, 2022 წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის თემატური მოკვლევის ფარგლებში მოკვლევის შედეგების პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა „საქართველოს ციხე-სიმაგრეები – ახალი შინაარსის მოლოდინში“ გაიმართა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან გამოფენას ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები: სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, დეკანოზი დავით ტატანაშვილი, დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი და დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი. გამოფენაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს…
ათონის წმინდა მთაზე, ვატოპედის მონასტერში მოღვაწე ეროვნებით რუმინელი ბერების მოშურნეობით გამოიცა ,,ახალი აღღქმის” ახალი, გასწორებული თარგმანი, რომელიც მოიწონა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ გამოყოფილმა სპეციალურმა კომიტეტმა, რომელიც დაკომპლექტებული იყო სწავლული თეოლოგებითა და ენათმკვლევარებით. საბოლოოდ თარგმანი და ახალი გამოცემა წმ.სინოდმა დაამტკიცა. wenews.ge
სრულიად კვიპროსის მაეთლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოს მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას ბოლო 48 საათია აღარ შეუძლია საკვების მიღება და იმყოფება წოლით რეჟიმში. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსის ეკლესიის ოფიციალური პრესცენტრი ავრცელებს. მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ჯანმრთელობას უსურვებს მის უნეტარესობას! wenews.ge
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება! გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! მე მაგონდება ის დღეები, როცა ნაკლებად იყო ხალხი ეკლესიაში, უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II მე მაგზავნიდა ხოლმე საღამოს, წინა დღესასწაულზე და ვასრულებდი ლოცვას. ახლა სხვა მდგომარეობაა. ,,მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული“. მრავალი სასწაული გვინახავს, მაგრამ…
ვეტერანთა დღეს ვულოცავ ყველა ომგამოვლილს, ვინც სამშობლოს დასაცავად უანგაროდ იმსახურა, ვინც დღესაც მზად არის, ქვეყნის კეთილდღეობისათვის უშურველად გაიღოს თავისი სულიერი, გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობები. ვიცი, რომ მრავალ თქვენგანს ეკონომიურად უჭირს, მაგრამ ამას არ იმჩნევთ. შევთხოვ უფალს, შეჭირვებული ცხოვრება შეგიმსუბუქოთ, მოგცეთ რწმენის ძალა და ღვთის გზაზე დაუბრკოლებელი სვლის უნარი. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ!…
მარიამ (მარიტა) მეფარიშვილის მშობლებსა და ახლობლებს ბატონო დავით, ქალბატონო ანა, დიდია ჩვენი გულისტკივილი დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო. აღვავლენთ ლოცვებს პატარა მარიტა-მარიამის უკვდავი, ნათელი სულისათვის, რათა უფალმან თვის საუფლოში, – სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგმადლოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და ურყევი რწმენა იმისა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული,…
საერთაშორისო მართლმადიდებლურ-ანგლიკანური ეკუმენური დიალოგი 2022 წლის 8-10 ოქტომბერს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართა. მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლებისა და ანგლიკანური ეკლესიის წარმომადგენლების დიალოგს მასპინძლობს ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი იერონიმე მეირე წლევანდელ დიალოგში მოდერატორებად არჩეულნი იყვნენ ბელგიის მიტროპოლიტი ათენაგორა (მსოფლიო საპატრიარქო) და ირლანდიის ემერიტის არქიეპისკოპოსი რიჩარდი ეკუმენურ დიალოგში როგორც გასულ წლებში წელსაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ…
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ა.წ. 14 ოქტომბერს, პარასკევს, სრულიად საქართველოთ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად წირვას აღავლენს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. ღვთიმსახურება დაიწყება 10:00 საათზე. მრევლისთვის მცხეთაში უფასო ავტობუსები გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან 8:00 საათზე. ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს, მოციქულთა მადლი ეწეოდეს სრულიად საქართველოს. patriarchate.ge