ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
23.04.2021 | 18:33
რვა წელი ალეპოს მიტროპოლიტ პავლეს გაუჩინარებიდან

2013 წლის 22 აპრილს, კვირა დღეს, საღმრთო ლიტურგიის აღსავლენად დამასკოდან ალეპოში ჩასული ანტიოქიის საპატრიარქოს მღვდელმთავარი, ალეპოს მიტროპოლიტი პავლე და მასთან ერთად მყოფი კოპტი ეპისკოპოსი იოანე, ისლამური სამყაროს ტერორისტულმა ძალებმა შეიპყრეს და დღემდე მათი კვალი გამქრალია. მათ შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი, ცოცხლები არიან თუ გარდაცვლილები. შეგახსენებთ, ალეპოს მიტროპოლიტი პავლე არის მისი ღვთაებრივი უნეტარესობის ანტიოქიისა და…

22.04.2021 | 18:30
ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) წერილი ეპისკოპოს კირიონისადმი (საძაგლიშვილი) – 1907 წელი

თქვენო მეუფებავ, დაუვიწყარო მღვდელმთავარო კირიონ! მოგილოცავთ ძმური სიყვარულით ბრწყინვალე აღდგომას და ვთხოვთ მაცხოვარს თქვენი სახელოვანი და გმირული სიცოცხლის მრავალჟამიერობას! ყოვლადსამღვდელო! თუ თქვენი აქ არყოფნა ვისმეს მოაკლდა,-ეს გახლავართ პირველად მე: აღარა მყამს მომხრე, ყველას ენა მუცელში ჩაუვარდა, ყველა თავის სოროში იმალება, კრინტს ვეღარავინა სძრავს, ყველა კურდღლათ და დედალ ქათმად გადაიქცა. მარტო ერთი ვერაფერს ვხდები და ტყუილუბრალოთ…

22.04.2021 | 17:49
2021 წლის 20 აპრილს მინსკში გაიმართა ბელარუსის მართლმადიდებელი

2021 წლის 20 აპრილს მინსკში გაიმართა ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამინი. რუსეთის ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, ბელარუსის საეგზარქოსოს სინოდის განჩინებები ძალაში შედის მას შემდგომ, რაც მათ დაამტკიცებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი. სხდომის დასაწყისში სინოდის თავმჯდომარემ და წევრებმა დაბადებიდან 70 წლის იუბილე მიულოცეს მოგილევისა…

22.04.2021 | 17:46
საბერძნეთის ეკლესია უფლის ბრწყინვალე აღდგომას 2021 წელს ღია ცის ქვეშ შეხვდება და იზეიმებს

საბერძნეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, 2021 წელს, ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე საბერძნეთში წმიდა ტრაპეზები ტაძრების ეზოებში მოეწყობა. მრევლის იმ ნაწილს, რომელიც სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიაზე დასწრებას ვერ შეძლებს, ეკლესიამ მოუწოდა აივნებზე გამოსვლისკენ, რათა ლიტურგიას თვალყური საკუთარი სახლებიდან ადევნონ და ამგვარად გახდნენ ღმრთისმსახურების მონაწილენი. მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

21.04.2021 | 19:45
საეკლესიო კალენდარი: 21 აპრილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 აპრილს მოციქულების იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუფესის, ფლეგონტის, ერმის და სხვათა, ასევე მღვდელმთავარ კელესტინე რომის პაპის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი საეკლესიო კალენდარში 21 აპრილი მოციქულების იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუფესის ხსენების…

21.04.2021 | 19:40
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას სააღდგომოდ ტაძრებში რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს

ეპიდემიოლოგები აღდგომის წინ მოსახლეობას აფრთხილებენ, თავი შეიკავონ თავყრილობებისგან და მაქსიმალურად დაიცვან ყველა რეგულაცია. თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კონსულტაციები გაიმართება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე. გამყრელიძე მოუწოდებს სასულიერო პირებს, მაქსიმალურად დაიცვან ტაძრებში რეკომენდაციები და მრევლი ძირითადად განთავსდეს ტაძრის გარეთ, დისტანციის დაცვით. „ჩვენი თხოვნაა, რომ აღდგომის წინა დღეებში…

21.04.2021 | 19:32
ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში გამწვანების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ა.წ. პირველი აპრილიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში საპატრიარქოს ფონდი „გაამწვანე საქართველო“ პარტნიორებთან ერთად გამწვანების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. საპატრიარქოს ცნობით, გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ასევე სოფლის მეორნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, მერიის, კერძო სექტორის, სამედიცინო სფეროს, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა,…

20.04.2021 | 18:37
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ელადის ეკლესიის მეთაურს შეხვდა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ელადის ეკლესიის მეთაურს შეხვდა შეხვედრისას საუბარი შედგა ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის საბერძნეთში აღნიშვნასთან დაკავშირებით. უნეტარესი იერონიმე მეორე მთავრობის წარმომადგენლებთან ყოველი შეხვედრისას ცდილობს, ეკლესიას რაც შეიძლება მეტი მორწმუნის დასწრების ნება მიეცეს აღდგომის საღმრთო ლიტურგიაზე. მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

20.04.2021 | 18:35
უნეტარესი მთავარეპისკოპოსის თხოვნა საბერძნეთის მოსახლეობას

“მთავრობასთან შეთანხმება მიღწეულია, აღდგომის მადლმოსილ ღამეს ყველა ერთად რეგულაციების მკაცრი დაცვით შევძლებთ ლიტურგიაზე დასწრებას, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავალთ ქალაქებიდან, ვერ შევძელებთ სოფლებში წასვლას და დიდ სუფრებს, მე მჯერა რომ თითოეული თქვენგანი ამას პასუხისმგებლობით მოეკიდება”, – განაცხადა უნეტარესმა ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ.   მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

Τα σημαντικότερα νέα