ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
21.10.2025 | 17:53
პედაგოგიური და მისიონერული გამოცდილებების გაზიარების სემინარი

ამა წლის 20 ოქტომბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და შალვა ამონაშვილის აკადემიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, მომავლის ქალაქ „მზიანეთში“, გაიმართა ,,ღირებულებითი განათლების” კლუბების ხელმძღვანელი სასულიერო პირების ახალი ნაკადის მესამე ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებს სემინარებს, არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა სკოლასა და მოსწავლეების განათლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას. გარდა ამისა, ბატონმა შალვა ამონაშვილმა შეხვედრის მონაწილე სასულიერო…

20.10.2025 | 18:04
განახლდა გაცნობითი და საბაზო გადამზადების შეხვედრების ორგანიზება ეპარქიებში

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში განახლდა გაცნობითი და საბაზო გადამზადების შეხვედრების ორგანიზება ეპარქიებში, რა დროსაც სასულიერო პირთათვის ჩატარდება ,,ღირებულებითი განათლებისა” და ,,სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების” შესახებ საბაზისო ტრენინგი. შეხვედრას, რომელიც ამა წლის 19 ოქტომბერს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ…

17.10.2025 | 17:53
საპატრიარქოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)

საქართველოს საპატრიარქოში ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”  sazu.ge

16.10.2025 | 17:49
2025 წლის 16 ოქტომბერს გამართული საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნა

2025 წლის 16 ოქტომბერს გამართული საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნა კომისიის თავმჯდომარე: საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) კომისიის წევრები: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი) დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე (საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი) დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი (თბილისის…

16.10.2025 | 17:48
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრი მიიღო

საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე შვილებთან ერთად ეწვია. მისმა უწმინდესობამ დალოცა ისინი და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. sazu.ge

15.10.2025 | 18:34
მეუფე შიო: ‘ქრისტიანობამ მოგვმადლა შესაძლებლობა ცხონებისა, განღმრთობისა და ცათა სასუფეველში დამკვიდრებისა’

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მიმართვა სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო ქალაქ თბილისის მერო, მთავრობის წევრებო, პარლამენტის წევრებო, ძვირფასო…

14.10.2025 | 17:45
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება

დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოველის ტაძრის ეზოში ჟურნალისტური საქმიანობის საბაბით, შიგა განაწესის დარღვევისათვის, არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, პრესისთვის გამოყოფილი სივრცის თვითნებურად დატოვებისათვის, ტვ. პირველის და ტვ. ფორმულას გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ. sazu.ge

13.10.2025 | 18:14
ინფორმაცია მასმედიის საშუალებებისთვის, სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით

ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული – სვეტიცხოვლობა, რომელიც აღინიშნება 14 ოქტომბერს. მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე. ვთხოვთ ტელევიზიებსა და მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. დღესასწაულზე მცხეთის 12 მოციქულის სახელობის (სვეტიცხოვლის) ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე….

10.10.2025 | 18:07
ღირებულებითი განათლება სკოლებში

ღირებულებითი განათლება სკოლებში – საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტი ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის დღე”  sazu.ge

Τα σημαντικότερα νέα