გულითადად მივულოცოთ პატრიარქს მისი ანგელოზის დღე, მადლობა ვუთხრათ დიდი ღვაწლისთვის და ვუსურვოთ, რომ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვითა და მეოხებით, დღეგრძელი ყოფილიყოს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღესთან დაკავშირებული ქადაგებისას განაცხადა. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ჩვენთან არს…
ბოლო 2 წლის მანძილზე უკვე მეოთხე მღვდელმთავარს ვემშვიდობებით; ამჟამად, – მის ყოვლადუსამღვდელოესობა დამიანეს (ხუფენია). იგი ზრუნვას არ აკლებდა სამწყსოს მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სენით იყო დაავადებული. მისი ამქვეყნიდან გასვლა კი ღმერთმა უფრო ადრე ინება. წავიდა ჩვენგან კეთილი, თავმდაბალი, ერთგული, მშრომელი მღვდელმთავარი, რომელიც საერო თუ სასულიერო ცხოვრების პერიოდში ყოველთვის იყო სამშობლოს ერთგულ დამცველთა რიგებში. აღვავლენთ ლოცვებს…
გუდაურის ტრაგედიამ და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალებამ საყოველთაო მწუხარება გამოიწვია; დიდია ჩვენი გულისტკივილიც. ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილნი სამშაბათს, 2 აგვისტოს, 09:30 საათიდან დასვენებულნი იქნებიან წ.მ. სამების საკათედრო ტაძარში და აქედან მოხდება მათი გასვენება 14:00 საათზე. სამშაბათსვე, 14:00 საათზე, სამთავისის ტაძრის ეზოში დაიკრძალება მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მეუფე დამიანე . შევნშნავთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ…
დიდია ჩვენი გულისტკივილი ა.წ. 29 ივლისს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც რვა პიროვნება იმსხვერპლა და ქვეყანაში დიდი მწუხარება გამოიწვია. ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა სხვაზე ზრუნვასთან იყო დაკავშირებული და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამქვეყნიური ცხოვრებაც ასევე დაასრულეს. ვერტმფრენში მყოფნი, ფაქტობრივად, მოყვასის გადარჩენისთვის ზრუნვას შეეწირნენ და სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია. აღვავლენთ ლოცვებს…
ელჩმა დეგნანმა მეუფე გრიგოლს მიულოცა ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმირის მართლმადიდებლური თეოლოგიური სემინარიის (SVOTS) საპატიო დოქტორის წოდება. შეხვედრისას ელჩმა დეგნანმა დაადასტურა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისადმი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორისადმი საელჩოს ღრმა პატივისცემა. საუბრისას, ასევე, ორმხრივად აღინიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის შესახებ ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს სამომავლო განვითარების საქმეში. ელჩმა დეგნანმა ინტერესი გამოხატა ახალი საქართველოს…
მის უწმიდესობას, ილია მეორეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ჩემო ძვირფასო ძმაო, მაქვს პატივი მოგიკითხოთ და გამოვხატო ჩემი პატივისცემა ღრმა მადლიერების გრძნობით თქვენს მიმართ და საპატრიარქოს ყველა წარმომადგენლის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ გვიმასპინძლეთ ჩვენი ვიზიტის დროს მეგობრულ საქართველოში 2022 წლის 21-23 ივლისს, რომელიც თქვენი უწმინდესობის მოწვევით განხორციელდა და გულწრფელი და ნაყოფიერი შეხვედრებით გამოირჩეოდა. სტუმართმოყვარეობამ და ძმურმა მიღებებმა…
ლიეტუვამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის მხარდაჭერის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. როგორც ლიეტუვური მედიისთვის ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გახდა ცნობილი, ლიეტუვამ კირილე არასასურველი პირების სიაში ჯერ კიდევ 23 ივნისს შეიყვანა, თუმცა ამის შესახებ საჯარო განცხადება არ გაკეთებულა. ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პატრიარქი კირილი „შავ…
ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი სიყვარული, რომ უცხო ადამიანის მიმართაც შევძლოთ სიყვარული, რომ უფალთან მივიყვანოთ ადამიანი ჩვენი ლოცვებითა და ჩვენი ცხოვრებით… გაძლიერებული უნდა გვქონდეს რწმენაც, რომ მივართვათ უფალს ადამიანთა გაჭირვებები, გაჭირვებაზე ლოცვა, ვუშუამდგომლოთ უფალთან მათ, იმიტომ რომ მხოლოდ უფალს შეუძლია ადამიანის განკურნება, სულისაც, ხორცისაც და განკურნება და გამრთელება რთული ურთიერთობებისა ადამიანთა შორის, – ამის შესახებ საპატრიარქო…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდულმა ორგანიზაცია ,,დავითიანნმა“ დაიწყო ჰუმანიტარული მისიის მეორე ეტაპის ორგანიზება საქართველოში მყოფი დევნილი უკრაინელი მოსახლეობისათვის. 25 ივლისიდან სამების ეკლესიის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საინფორმაციო-ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი, სადაც დახმარების გაწევა შეუძლია ყველა მსურველს, ნებისმიერი ფორმით – იქნება ეს საკვები, მედიკამენტები, ტანსაცმელი თუ სხვა საჭირო ნივთი, რომლის დახარისხებას და გაცემას უზრუნველყოფენ ,,დავითიანნისა“ და ორგანიზაცია ,,ჩვენი…