ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
23.08.2022 | 19:01
ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელი დევნილებისათვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდულმა ორგანიზაცია ,,დავითიანნმა“ საერთაშორისო მართმადიდებლური ქრისტიანული ორგანიზაცია IOCC -ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მყოფი დევნილი უკრაინელი მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული მისიის მეორე ეტაპი განახორციელა, -100 000 ლარის ღირებულების სუპერმარკეტის ვაუჩერი გადასცა 1000 ბენეფიციარს. ვაუჩერები გაიცა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ორსულები, მარტოხელა დედები, ოჯახები მცირეწლოვანი შვილებით, შშმ პირები, 60 წელს გადაცილებულნი. მადლობას ვუხდით ორგანიზაცია IOCC-ს წარმომადგენლობას საქართველოში აღნიშნული მხარდაჭერისთვის და სხვა ჰუმანიტარული პროექტებისთვის. ამასთან ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება სამების ტაძრიდან საკვების, მედიკამენტების,…

18.08.2022 | 18:01
ოფიცერთა სკოლის მსმენელთა სტუმრობა საპატრიარქოში

საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული აქტიური ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. 2022 წლის 16 აგვისტოს საპატრიარქოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელები ეწვივნენ. მათ დაათვალიერეს საქართველოს საპატრიარქო და გაეცნენ მისი სხვადასხვა სტრუქტურის მუშაობის სპეციფიკას. ახალგაზრდებს თან ახლდა დეკანოზი დავით კასრაძე (სამხედრო კაპელანი). სტუმრებს უმასპინძლეს…

17.08.2022 | 15:41
წინადღესასწაული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ფერისცვალებისა – 05 (18) აგვისტო

ტროპარი ქრისტეს ფერსიცვალებასა მივეგებნეთ სურვილით ბრწყინვალედ მედღესასწაულენი, მორწმუნენო, და ვხმობდეთ: მოიწია დღე საღმრთოსა სიხარულისა, რამეთუ აღვალს მთად თაბორად მეუფე, განბრწყინვებად ელვარებითა საღმრთოსა შუენირებისათა. კონდაკი დღეს საღმრთოთა ფერისცვალებითა უფლისათა კაცობრივი ბუნებაი საღმრთოთ გაბრწინდების და სიხარულით ღაღადებს: იცვალებს ფერს ქრისტე, მაცხოვარი ყოველთა. karibche.ambebi.ge

16.08.2022 | 16:49
მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), ესტუმრა ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიას

2022 წლის 16 აგვისტოს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), ესტუმრა ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიას, სადაც წმინდა პირველმოწამე რაჟდენის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ნიქოზის ამაღლების სახელობის ტაძარში, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) მასპინძლობით და წმინდა სინოდის წევრ სხვა მღვდელმთავრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა საღმრთო ლიტურგიაში. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and…

12.08.2022 | 15:54
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქალკედონის მიტროპოლიტ ემანუელს შეხვდა

ა.წ. 11 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, – ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი (ადამაკისი) მიიღო. მიტროპოლიტმა ემანუელმა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას გადასცა მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ძმური მოკითხვა და ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებული მილოცვა, ასევე, – სამძიმარი ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალების გამო სტუმარმა აღნიშნა ისიც, რომ…

12.08.2022 | 15:50
N 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ტაძარი იკურთხა

ა.წ. 11 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) N10 პენიტენციურ დაწესებულებაში წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ახლადაშენებული ტაძარი აკურთხა. ტაძრის გახსნას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი ბ-ნი რატი ბრეგაძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ბ-ნი ნიკა ცხვარაშვილი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი), სასულიერო პირები და მონაზვნები. გთავაზობთ მისი უწმინდესობის მილოცვას ამ დღესთან დაკავშირებით გულითადად მოგესალმებით…

11.08.2022 | 16:34
საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე” ინიციატივა

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე” საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, აგრძელებს პროექტის – ,,ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა” – ახალი ფაზის ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო აქტივობის განხორციელებას. 2022 წლის 3-11 აგვისტოს ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში ქართველი და ოსი ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ახალგაზრდული გაცვლა (საზაფხულო ბანაკი), რომელიც მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს კეთილგანწყობა და მეგობრული ურთიერთობა ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის, ხელი…

10.08.2022 | 16:58
მეუფე ნიკოლოზი – მიხეილ სააკაშვილი ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს – „კლინიკაში 11 კილოგრამი მაქვს დაკლებულიო“, ვუთხარი, თქვენი მშურს-მეთქი, რადგან ვშრომობ, ვლოცულობ, რომ წონაში დავიკლო და არ გამომდის არაფერი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, კლინიკა „ვივამედში“ ყოფნის დროს მან წონაში 11 კილოგრამი დაიკლო. როგორც მეუფემ კლინიკაში მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს. „ჯანმრთლეობის მდგომარეობაზე ვერაფერს გეტვით. რომ შევედი, რაც დავინახე, ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს. რაც აქ ვარ, კლინიკაში, 11 კგ. მაქვს დაკლებულიო. ვუთხარი,…

09.08.2022 | 16:28
თეა ახვლედიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

ერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო. სახელმწიფო მინისტრი დაღუპული გმირების მშობლებსა და ოჯახების წევრებს ესაუბრა, კიდევ ერთხელ გამოხატა თანაგრძნობა და ხაზი გაუსვა ომში დაღუპული გმირების ღვაწლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის…

Τα σημαντικότερα νέα