2022 წლის 18 ივლისს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ძველ ხიბულაში მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ტაძარი აკურთხა და სადღესასწაულო ლიტურგია აღასრულა. ტაძრის კურთხევასა და ღვთისმსახურებაში ასევე მონაწილეობდნენ წმინდა სინოდის წევრები – შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). ტაძართან ერთად აშენდა სამრეკლო, სამრევლო სკოლა და დასასვენებელი პარკი. ასევე რეაბილიტაცია…
ბატონ ვეფხია ოდიშარიას, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიიღეთ ჩვენი თანგრძნობა მამის, ბ-ნ ველოდის, გარდაცვალების გამო, რომელიც რაიონში გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობდა. ახლობელთან განშორება მტკივნეულია, თუმცა, მოგეხსენებათ, მორწმუნე ადამიანისათვის გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, გაქრობას, არამედ იგია დაბადება ცათა შინა და მარადიული ცხოვრების დაწყება. ღმერთმა მოგანიჭოთ ამისი ურყევი რწმენა და ძალა ბატონი ველოდისთვის გულითადი ლოცვისა. ჩვენც…
დღეს, 16 ივლისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია II-მ, სამი წმინდა ტაძარი მოილოცა: ყოვლაწმიდა სამების ლავრის საკათედრო ტაძარი, მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ტაძარი და იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის სავანის ეკლესია. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, უფლის ტაძარში ღმერთს შეავედრა სრულიად საქართველო, დალოცა ტაძარში მლოცველი სასულიერო…
ყველას გულითადად გილოცავთ გერგეტობას, – სიყვარულის ზეიმს. ეს დღესასწაული 40 წლის წინ დაწესდა და მახარებს, რომ ხალხმა იგი გაითავისა და შეიყვარა. ყოვლადწმინდა სამებამ დაგლოცოთ და მშვიდობითა და სიყვარულით გაკურთხოთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ! patriarchate.ge
“ადამიანი მოაზროვნეობითად უფლის გამოუთქმელ და საღვთო ძალას უკავშირდება, ხოლო სხეულებრივად მონათესავეა ცხოველებისა. ამასთან, ერთი მხრივ, მცირედნი ვინმე კაცნი, სრულნი და მოაზროვნენი, ესწრაფვიან, რომ ღმერთთან და მაცხოვართან ჰქონდეთ გონება და თანატომობა. ამას კი საქმეთაგან და სათნოებითი მოღვაწეობის კვალობაზე წარმოაჩენენ. მაგრამ, მეორე მხრივ, ადამიანთაგან უმრავლესნი, სულით უგუნურნი, განიშორებენ რა, იმ საღვთო და უკვდავ ძეობილობას, სხეულის მკვდარი, დუხჭირი…
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, ქობულეთის საერთაშორისო სკოლა-ბანაკ „სამშობლოში“ ორი კვირით (ივლისსა და აგვისტოში) დასასვენებლად მოწვეული იქნა 200 უკრაინელი მოზარდი მშობლებთან ერთად. ბანაკში, გარდა დასვენებისა, ისწავლება ქართული ენა, საქართველოს ისტორია, ცეკვა, სიმღერა, ეწყობა ექსკურსიები და სპორტული შეჯიბრებები. თანადგომისთვის მადლობას ვუხდით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ბიზნესმენებს: თემურ ჭყონიას,…
2022 წლის 4 ივლისს მაგისტრანტმა გიორგი ნათენაძემ დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე – ,,წმინდა ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობა და ლიტერატურული მემკვიდრეობა“ (ხელმძღვანელი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გვანცა კოპლატაძე, რეცენზენტი – საეკლესიო სამართლის დოქტორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი). სხდომას თავმჯდომარეობდა თსას-ის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. გიორგი ნათენაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო სამაგისტრო ნაშრომის შინაარსი – მიმოიხილა წმინდა ანთიმოზ ივერიელის…
მისი უნეტარესობა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი თეოდორე II ალექსანდრიის კოპტ პატრიარქს თეოდორეს საპროტესტო წერილით მიმართავს. წერილის საფუძველი იყო რუსეთის ეკლესიის ეგზარქოსისთვის, კლინის მიტროპოლიტ ლეონიდასისთვის კაიროში წმინდა ტაძრის გადაცემა რუსული დიასპორის რელიგიური საჭიროებისთვის. ალექსანდრიის პატრიარქი გამოხატავს იმედგაცრუებას ამ ქმედების გამო და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კოპტი პატრიარქის გადაწყვეტილებამ ის უსიამოვნოდ გააკვირვა. „ეს არის პირდაპირი…
ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა საბამ ვარშავის მშენებარე აია სოფიას მართლმადიდებლური ტაძარი მოინახულა, სადაც ტაძრის დასრულებისთვის მიმდინარე სამუშაოებს დაესწრო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკურთხევლის კანკელის და ტაძრის მთავარი ტრაპეზის კეთილმოწყობა. 1tv.ge