ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
08.03.2021 | 14:20
საქართველოში ყველიერის კვირა დაიწყო

მართლმადიდებლური ეკლესიის უძველესი ტრადიციის მიხედვით, ყველიერის პერიოდში ქრისტიანები ერთმანეთს შენდობას სთხოვენ. ყველიერი მოძრავი დღესასწაულია. ყველიერის კვირის დაწყების თარიღი ქრისტეს აღდგომას უკავშირდება და ამ დღესასწაულიდან 56 დღით ადრე იწყება. 2021 წელს ყველიერი 8 მარტს დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ყველიერის კვირა – ეს არის მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის. ამ დროს იკრძალება ხორცის მიღება. თუმცა ხსნილია…

07.03.2021 | 20:27
მიტროპოლიტი შიო – ღმერთი არ გსჯით – თვითონ ადამიანი ისჯება, თავად ირჩევს საკუთარ სამუდამო ხვედრს ამ ცხოვრებაში თავისი საქმეების მიხედვით

ნამდვილი ქრისტიანი ცდილობს, ისე ააწყოს თავისი ცხოვრება, რომ მუდმივად ღმერთთან იყოს , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. მეუფე შიოს განცხადებით, ღმერთი არ სჯის, არამედ თვითონ ადამიანი ისჯება, თავად ირჩევს საკუთარ სამუდამო ხვედრს ამ ცხოვრებაში თავისი საქმეების მიხედვით. „დღევანდელ კვირას ეწოდება საშინელი სამსჯავროს კვირა, რადგან ეს არის…

07.03.2021 | 20:21
სიტყვა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაზე – წმიდა ეფრემ ასური

ქრისტეს მოყვარე ძმებო, ისმინეთ სიტყვა ჩვენი მეუფის, იესო ქრისტეს მეორე და საშინელ მოსვლაზე. გავიხსენე ეს მრავალსაგოდებელი ჟამი და ძრწოლამ შემიპყრო დიდი შიშისგან, რადგან გულში განვიზრახავდი: რა მოხდება მაშინ! ვინ აღწერს ამას? რომელი ენა გამოთქვამს ამ სათქმელს? რომელი სმენა დაიტევს ამ სასმენელს? მაშინ მეუფე მეუფეთა აღდგება მისი დიდების საყდრიდან, გარდამოვა, რათა ყოველი დაბადებული იხილოს, ყველას ანგარიში…

07.03.2021 | 20:16
საეკლესიო კალენდარი: 7 მარტი

საქართველოს მართლმადიებელი ეკლესია 7 მარტს კოლაელი ცხრა ყრმის, მოწამეების: მავრიკიოსისა და 70 მხედრის, ფოტინისი, თეოდორესი, ფილიპესი და სხვების, სირიელი მეუდაბნოეების , თალასის ლიმნის, და ვარადატის, ასევე ღირსი ათანასე აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.   ცხრა ყრმა კოლაელი საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 7 მარტი ცხრა ყრმა კოლაელის ხსენების დღეა. ცხრა კოლაელი ყრმა გუარამ, ადარნასე, ბაქარ, ვაჩე, ბარძიმ, დაჩი,…

07.03.2021 | 16:31
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა და მადლობა მსოფლიო პატრიარქს

მის ღვთაებრივ ყოვლადუწმიდესობას, კონსტანტინეპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსსა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს 1 მარტი, 2021 წ. ყოვლადუწმიდესო, ქრისტეში ფრიად საყვარელო ძმაო, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს! გისურვებთ მრავალჟამიერ და წარმატებულ მსახურებას მთელი მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ თქვენს უმაღლეს და უპატივსაცემულეს მსახურებაში. თქვენი გამოცდილება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ რთულ და გამოწვევებით სავსე დროში. გარდა…

06.03.2021 | 20:42
საეკლესიო კალენდარი: 6 მარტი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 მარტს ანტიოქიის მთავარეპისკოპოსის ევსტათის და ამასტრიდელი ეპისკოპოსის გიორგი ხსენების დღეს აღნიშნავს.   ევსტათი, ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი საეკლესიო კალენდრის მიხედვით 6 მარტი ევსტათი, ანტიოქიის მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეა. ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი ევსტათი III საუკუნის II ნახევარში დაიბადა. იგი ქალაქ ბერიის ეპისკოპოსი იყო, ხალხის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა და მათივე შუამდგომლობით იქნა არჩეული ანტიოქიის კათედრაზე…

06.03.2021 | 19:47
„წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, საუკუნითგან გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა…“

ხორციელის შაბათი და დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეებია. მიცვალებულთა სულის საოხ მსახურებათაგან ერთ-ერთი პირველი სწორედ ხორციელის შაბათზე მოდის. ის ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან აღინიშნებოდა. ხორციელის შაბათის სვინაქსარში (ამ დღესთან დაკავშირებულ საკითხავში) აღნიშნულია, რომ წმინდა მამებმა მოციქულთაგან მიღებული გადმოცემის საფუძველზე დაადგინეს ამ დღეს აღესრულებოდეს ყველა საუკუნითგან აღსრულებულ ღვთისმოსავ პირთა ხსენება. კონკრეტულად ხორციელის შაბათი…

06.03.2021 | 19:40
ისრაელში აღმოაჩინეს 1500 წლის წინანდელი წარწერა: “ქრისტე შობილი მარიამისგან”

ისრაელში ძველბერძნულ ენაზე შესრულებული 1500 წლის ქვის დაფა იპოვეს. წარწერა – “ქრისტე შობილი მარიამისგან”, განთავსებული იყო ტაძრის შესასვლელის თავზე. “ამ ფრაზას ქრისტიანები იყენებდნენ ავი თვალისგან, ძველი ბერძნული და რომაული წყევლისგან დასაცავად”, – წერს ინგლისური გაზეთი “Daily Mail” -ი. წარწერა აღმოაჩინეს ძველი, ულამაზესი ტაძრის გათხრებისას, რომელსაც ჰქონდა რთული გეომეტრიული ჭრილის მოზაიკით მოპირკეთებული იატაკი. იგი აშენებული იყო…

05.03.2021 | 16:28
მეუფე იაკობი: მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე წარმატებული პრემიერი იყო

ირაკლი ღარიბაშვილთან ძალიან ახლო ურთიერთობები მქონდა ყოველთვის და მიმაჩნია, რომ ყველაზე წარმატებული პრემიერი იყო, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა განაცხადა. მეუფე იაკობისთვის ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის პოსტზე მისაღებია. „ახალ პრემიერზე რომ მეკითხებით, იცით ჩემი და მისი ურთიერთობა. ძალიან ახლო ურთიერთობები გვქონდა ყოველთვის და მიმაჩნია, რომ ყველაზე წარმატებული პრემიერი იყო. თუნდაც მელიას გადაწყვეტილება რომ მიიღო მძიმე გადაწყვეტილებაა,…

Τα σημαντικότερα νέα