ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
13.10.2022 | 15:21
ინფორმაცია სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ა.წ. 14 ოქტომბერს, პარასკევს, სრულიად საქართველოთ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად წირვას აღავლენს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. ღვთიმსახურება დაიწყება 10:00 საათზე. მრევლისთვის მცხეთაში უფასო ავტობუსები გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან 8:00 საათზე. ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს, მოციქულთა მადლი ეწეოდეს სრულიად საქართველოს. patriarchate.ge

12.10.2022 | 16:40
მნიშვნელოვანი გამოცემა

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი საგრანტო პროექტი FR 18-1209 – „წმინდა მამათა სწავლანი ბიზანტიურ-ქართულ ინტერდისციპლინარულ ურთიერთობათა კონტექსტში“ – შეიქმნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელია ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი, კოორდინატორი – ისტორიის მაგისტრი მანგია არაბული, ძირითადი პერსონალი – ფილოლოგიის დოქტორი ვიქტორია ჯუღელი და თეოლოგიის მაგისტრი დეკანოზი გიორგი ბერიშვილი. პროექტის მიზანი იყო…

12.10.2022 | 16:32
სალომე ზურაბიშვილი ბუქარესტში წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბუქარესტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს ეწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილს ტაძარში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ვარლაამ პლოიეშტიანუმ უმასპინძლა, ტაძრის ისტორიის შესახებ იმ მნიშვნელოვანი მომენტების შესახებ ესაუბრა, რომელიც ანთიმოზ ივერიელის სახელსა და კულტურის, განათლებისა და ხელოვნების სფეროებში მის მოღვაწეობას ეხება. აღინიშნა, რომ საქართველო-რუმინეთის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის, რაც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ ტრადიციებს ეფუძნება…

11.10.2022 | 16:29
სასულიერო პირთა შეხვედრა კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით

მიმდინარე წლის 3-4 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ ორგანიზებით, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიისა და მუსლიმური თემის წარმომადგენელ სასულიერო პირთა შეხვედრა. ღონისძიებაზე განხილულ იქნა საკითხები კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით როგორც ეროვნულ, ასევე სათემო დონეზე. გაიმართა მსჯელობა რელიგიისა და სასულიერო პირთა როლზე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. პროექტის ფინანსური მხარდაჭერით,…

11.10.2022 | 16:21
მეუფე შიო მუჯირი – ადამიანები დიდხანს შრომობენ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევენ, რადგან ავიწყდებათ ყველაზე მთავარი – მიმართონ ღმერთს და გამოითხოვონ უფლის ლოცვა-კურთხევა

ადამიანები დიდხანს შრომობენ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევენ. რატომ? იმიტომ, რომ ავიწყდებათ ის, რაც ყველაზე მთავარია – მიმართონ ღმერთს და გამოითხოვონ უფლის ლოცვა-კურთხევა, რომლის გარეშე არც ერთი საქმე წარმატებული არ იქნება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. მეუფე შიოს თქმით, უფლის ლოცვა-კურთხევას წინ ვერაფერი დაუდგება. „სახელითა მამისათა…

10.10.2022 | 17:02
ალექსანდრიის პატრიარქი აღსაყდრებიდან 18 წლის იუბილეს აღნიშნავს

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი თეოდორე მეორე პატრიარქად აღსაყდრების 18 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამჟამად 67 წლის უნეტარესი თეოდორე სამოციქულო მოგზაურობით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. wenews.ge

04.10.2022 | 18:02
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ ქართველი ძიუდოისტები დალოცა

ა.წ. 3 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველი ძიუდოისტები დალოცა და გამარჯვებები უსურვა. მოჭიდავეები მის უწმინდესობას ყაზახეთში მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების წინ ეწვივნენ. patriarchate.ge

03.10.2022 | 18:22
რუმინეთში წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღესასწაულს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია შეუერთდა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოწვევითა და რუმინეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით (ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი), რუმინეთს ეწვია ჩვენი დელეგაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) ხელმძღვანელობით. დელეგაციაში იყვნენ სოფ. უდეს (ანთიმოზ ივერიელის დაბადების ადგილის) მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გრიგოლ ქურციძე და სხვა სასულიერო პირები; ასევე ახალციხის საბავშვო-ფოლკლორული ანსამბლი, „ირმისა“, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატის, ბ-ნ ანზორ ობოლაშვილის…

30.09.2022 | 19:35
რუსეთის პატრიარქ კირილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსული მედიის ინფორმაციით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. 75 წლის კირილეს ჯანმრთეკობის მსგომარეობა დღეის მონაცემებით დამაკმაყოფილებელია. wenews.ge  

Τα σημαντικότερα νέα