როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით, სამრევლო სკოლების მუშაობის ხელშესაწყობად დაიწყო იმ პროექტების წახალისება, რომელთა მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოწოდება, მომავალი თაობის ეკლესიასთან დაახლოება და ეკლესიური ცხოვრებით დაინტერესება. ამჟამად გაგაცნობთ დიდუბის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან არსებულ საკვირაო სკოლას. ამ სკოლაში ადგილობრივი ტაძრის მრევლს…
მის აღმატებულებას, ბატონ იმამურა აკირას, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში თქვენო აღმატებლებავ, მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბატონ შინძო აბეს ტრაგიკული გარდაცვალების გამო. დიდად ვწუხვართ მომხდარის გამო და გთხოვთ ჩვენი სამძიმარი გადასცეთ ოჯახის წევრებს, იაპონიის ხელისუფალთ და მოსახლეობას. პატივისცემით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისი, 2022წ. patriarchate.ge
გამოფენა „საქართველოს ეკლესიის წინამძღვრები“ დღეიდან ონლაინსივრცეშიც გახდა ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 2022 წლის 24 მაისიდან მიმდინარეობს, მოიცავს საქართველოს ეკლესიის პირველი მამამთავრების, კათოლიკოსებისა და კათოლიკოს-პატრიარქების მოღვაწეობის ამსახველ მასალას. ექსპონატებს შორისაა ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული საბუთები, ხელნაწერები,…
2022 წლის 5 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკრები. ვიზიტის მიზანი იყო იუნკერთა ზოგადი ცოდნის გაღრმავება და სახელმწიფოებრივი ცნობადობის ამაღლება, ახალგაზრდებმა დაათვალიერეს საქართველოს საპატრიარქო და გაეცნენ მისი სხვადასხვა სტრუქტურის მუშაობის სპეციფიკას. სტუმრებს უმასპინძლეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა. შეხვედრა…
კულტურის მინისტრი ზარზმის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს გაეცნო. რეაბილიტაციის პროცესში არქიტექტორ-რესტავრატორებმა ახალი დაზიანებული კერები გამოავლინეს. კერძოდ, ხარაჩოების მოწყობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბუნების ზემოქმედების შედეგად სახურავი ნაწილობრივ დაზიანებულია და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მინისტრის ინფორმაციით , ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად , კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოც აქტიურად ჩაერთვება. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ზარზმის მონასტერი სოფელ…
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ზარზმაში იმყოფებოდა, სადაც არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძესთან, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან (დიმიტრი ჭუაძე), კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ დავით ტაბიძესთან ერთად, ზარზმის მონასტრის მდგომარეობას და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს გაეცნო. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა მიიღო ინფორმაცია…
2022 წლის 3 ივლისს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აბიტურიენტები დალოცა. მეუფე შიომ აბიტურიენტებს უწმინდესისა და უნეტარესის დალოცვა გადასცა, გამოცდების წარმატებით ჩაბარება, ნაყოფიერი სწავლა, შრომა, უფლის მცნებებით ცხოვრება უსურვა და ბრძანა: ,,გადმოგცემთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას… რა…
როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით, ხორციელდება სხვადასხვა ტაძრისა და სამრევლოს პროექტები კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანსაღი ცხოვრების წესის მოწოდებისა და მომავალი თაობის ეკლესიასთან დაახლოების, ეკლესიური ცხოვრებით დაინტერესების შესახებ. პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას ამ პროექტების მიმდინარეობის შესახებ. ამჯერად წარმოგიდგენთ მორიგ განხორციელებულ პროექტს: თბილისის წმ. კვირიკესა და ივლიტას (საბურთალოს) ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ…
ბოლო დღეებში რამდენიმე სასულიერო პირის ქადაგებამ, რომლითაც მათ შეაფასეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II -ის ლოცვა-კურთხევით სამების საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდის საკონცერტო გამოსვლა ვატიკანში და საპატრიარქოს ტელეარხზე გასული ერთ-ერთი გადაცემა, – შექმნა გარკვეული დაძაბულობა. მათ ქადაგებებში შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ჰქონდა ადგილი, როგორც ამ ღონისძიების ორგანიზატორთა, გადაწყვეტილების მიმღებთა და მგალობელთა, ასევე, სასულიერო პირთა მისამართით. ეკლესიის მიერ დადგენილი…