ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
10.06.2022 | 16:27
შეხვედრა აზერბაიჯანის დელეგაციასთან

2022 წლის 7 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას სტუმრობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიების ასოციაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ბატონ აჰიბ ნაგიევის, ხელმძღვანელობით. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ბატონი აგილ შირინოვი – აზერბაიჯანის თეოლოგიის ინსტიტუტის რექტორი, ქალბატონი ელნარა კარიმოვი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიების ასოციაციის სახელმწიფო კომიტეტის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ჯაჰანდარ ალიფზადე – აზერბაიჯანის…

09.06.2022 | 14:16
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი თემურ ჩხეიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

დღეს ჩვენს სამზეოს, ჩვენს წუთისოფელს ტოვებს გამორჩეული პიროვნება, ბატონი თემურ ჩხეიძე და ყველა გრძნობს მისი წასვლით გამოწვეულ დიდ დანაკლისს. რა თქმა უნდა, იგი დარჩება საერთაშორისოდ აღიარებულ რეჟისორად და ხელოვანად, შესანიშნავ პედაგოგად და მსახიობად, მაგრამ პირველ რიგში მაინც, – დიდ ადამიანად, რომელსაც შეეძლო ჩაწვდომოდა საგნების და მოვლენების შინა არსს, შეეგრძნო სხვათათვის შეუმჩნეველი და სიღრმისეული აზროვნებით ჭეშმარიტების…

08.06.2022 | 16:18
ყაზახეთის ელჩის მოადგილის ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 8 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე, ქ-ნი ჟაზირა მირკაზასიმოვა მიიღეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII კონგრესს, რომლის მოსაწვევებიც გადასცა ქ-ნმა ჟაზირამ მასპინძლებს. აღნიშნული ღონისძიება ყაზახეთის პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება.  …

08.06.2022 | 14:28
ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

გუშინ, 2022 წლის 7 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრის დაარსებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სამთავრობო კომისიას პირადად ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სამთავრობო კომისიის მუშაობაში, მთავრობის წევრებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები. პირველ შეხვედრას საქართველოს…

08.06.2022 | 14:07
აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში

.წ 7 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძემ) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი საჰიბ ნაგიევი, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი, ბ-ნი ფაიგ გულიევი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, ასევე ისტორიულ ჰერეთში არსებულ მდგომარეობას და მსოფლიოში მიმდინარე…

07.06.2022 | 15:29
მინსკში ბელარუსის პირველი ეგზარქოსის, მიტრ. ფილარეტის ძეგლი დაიდგა

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დადგეს და გაიხსნა სრულიად ბელარუსის პირველი საპატრიარქო ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ფილარეტის ძეგლი. ძეგლთან 2022 წლის 5 ივნისს მივიდა და პატივი მიაგო რუსეთის პატრიარქმა კირილემ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბელარუსში მიმდინარე წლის 4-6 ივნისს. ძეგლის პატივგებაში ასევე მონაწილეობდნენ სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამინი, სხვა მღვდელმთავრები და სამღვდელო დასი. მიტროპოლიტი ფილარეტი…

06.06.2022 | 18:08
პატრიარქის ნათლულების გუნდი 5 წლისაა

პატრიარქის ნათლულების გუნდის დაარსებიდან 5 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ა.წ. 5 ივნისს მისი უწმინდესობის ნათლულთა გუნდმა საიუბილეო კონცერტი ჩაატარა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ღონისძიებაზე შესრულდა საგალობლები, ქალაქური და ხალხური სიმღერები, ასევე პატრიარქის დაწერილი ,,წმინდაო ღმერთო“ და ,,კირიელეისონ“. აღსანიშნავია, რომ პატრიარქის ნათლულების გუნდი ,,საგალობელი“ 2017 წელს შეიქმნა. დღეისთვის გუნდში 120 მოზარდია…

06.06.2022 | 18:01
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელიზაბეტ II-ს

მის უდიდებულესობას, ელიზაბეტ II დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს   თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტზე აღსაყდრების 70 წლისთავს. დღეს მსოფლიოში თქვენ ბრძანდებით ყველაზე გამორჩეული მონარქი და სამეფო ტახტის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი გამგებელი. თქვენი მოღვაწეობა მთელი ეპოქაა, რომელმაც წლების…

03.06.2022 | 17:54
წმინდა მოწამე პავლე (+1818) – 22 მაისი (4 ივნისი)

წმინდა პავლე დაიბადა XVIII საუკუნის ბოლოს ღარიბ ოჯახში პელოპონესში. მეწაღის ხელოვნების სასწავლებლად სხვა ქალაქში წავიდა. თოთხმეტი წლის შემდეგ დაბრუნდა ფეხსაცმლის კერვაში დახელოვნებული და დასახლდა ქალაქ კალავრიტაში. იქირავა სახელოსნო და დაიწყო მუშაობა. როცა ქირის გადახდის დრო მოვიდა და მეპატრონემ კუთვნილი თანხა მოსთხოვა, პავლემ უპასუხა: “მირჩევნია თურქი გავხდე, ვიდრე ამხელა თანხა გადავიხადოო.” ბოროტმა ასეთი სიტყვები ათქმევინა პავლეს,…

Τα σημαντικότερα νέα