ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
07.09.2022 | 18:53
მართალი ეზეკია (691 წელი ქრისტეს შობამდე) – 28 აგვისტო (10 სექტემბერი)

მართალი ეზეკია (721-691 ქრისტეს შობამდე) იუდეის უსჯულო მეფის, აქაზის ძე იყო. 25 წლისა ავიდა ტახტზე და 29 წელი მეფობდა იერუსალიმში. მისი ცხოვრება ბიბლიაშია აღწერილი (4 მეფ. 18-20): “ისრაელის მეფის, ჰოშეაყ ელას ძის, მესამე წელს გამეფდა ეზეკია აქაზის ძე, იუდეას მეფე. ოცდახუთი წლისა იყო, როცა გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო აბი, ზაქარიას ასული….

06.09.2022 | 18:02
გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავზე ლითონის ახალი, დროებითი გადახურვა მოეწყო

კულტურის სამინისტროს ცნობით, გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავზე ლითონის ახალი, დროებითი გადახურვა მოეწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ პროცესი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტის, პროფესორ უგო ტონიეტის რეკომენდაციითა და ზედამხედველობით მიმდინარეობდა. „ახალი დროებითი გადახურვა წინა გადახურვასთან შედარებით არის გაცილებით მსუბუქი და ტაძარი დაცულია წყლის შეღწევისგან ნებისმიერ კლიმატური პირობებში. ამ ეტაპზე, ინტენსიურად მიმდინარეობს გამოშრობის პროცესი, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია…

05.09.2022 | 19:31
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების მეათე საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ მიმდინარეობს.

ფესტივალი 2011 წლიდან იმართება. მეათე საიუბილეო ფესტივალში წელს მონაწილეობის მისაღებად ნიქოზს სტუმრები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ეწვივნენ. ღონისძიების ფარგლებში როგორც ქართველი, ისე უცხოელი რეჟისორების ფილმების ჩვენება, გამოფენები, კლასიკური მუსიკის საღამოები და ფოლკლორული კონცერტები იმართება. 2022 წლის 1 სექტემბერს ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ…

02.09.2022 | 16:08
საბუთების მიღება 66-ე ნათლობისათვის

იწყება სამოცდამეექვსე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის. ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში. რეგისტრაციის მსურველები დაგვიკავშირდით 5 სექტემბრიდან. თან უნდა იქონიოთ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე, დაბეჭდილი CD დისკით; ოჯახის 1 ფოტო…

01.09.2022 | 17:13
მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), მარიამობის – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია აღავლინა

2022 წლის 28 აგვისტოს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), მარიამობის – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია აღავლინა, ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, წირვის დასასრულს გაიმართა ლიტანიობა ტაძრის გარშემო, ბოლოს კი ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ქადაგებით მიმართა ტაძარში შეკრებილ მრევლს. აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულო მსახურებას დასწრნენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მარგვეთისა და…

01.09.2022 | 17:05
მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) ეწვია ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას

2022 წლის 26 აგვისტოს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) ეწვია ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას, სადაც ღირსი მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) მასპინძლობით, ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, წმინდა სინოდის წევრ სხვა მღვდელმთავრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა საზეიმო ლიტურგიაში, წირვის დასასრულს მღვდელმთავრებმა გადაინაცვლეს წმინდანის განსასვენებელთან,…

31.08.2022 | 17:34
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ესტუმრა

ა.წ. 22 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ესტუმრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. მისმა უწმინდესობამ დალოცა ბატონი ირაკლი და ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და წარმატებები უსურვა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

30.08.2022 | 18:06
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე

ყველას გილოცავთ მარიამობას! გილოცავთ სიონობას! დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთანაა, შესთხოვეთ, რაც გიჭირთ და ღვთისმშობელი შეისმენს თქვენს თხოვნას. დღეს ჩვენ ასევე ვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს, ასე რომ ზეიმი ორმაგია, – ზეციური და ქვეყნიური და ჩვენს წინაპრებს ვულოცავთ მარიამობის დღესასწაულს. ახლა იგალობეს ,,დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო“ – კაცობრიობაც დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს, ყოვლადწმინდა…

30.08.2022 | 17:52
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამედიცინო სფეროში მოღვაწე ქართველების შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 30 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლეს, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს კოვიდპანდემიის დროს ჩვენს თანამემამულეთა თანადგომის საქმეში. მიღებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი ბექა…

Τα σημαντικότερα νέα