27 მაისს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ათონის წმინდა მთაზე ივერონის მონასტერში წირა. მისმა ყოვლადუწმინდესობამ ლიტურგია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ეკვდერში აღასრულა. მსოფლიო პატრიარქმა ძველ სტილში, სამღვდელო შესამოსლით იმსახურა. wenews.ge
გუშინ 27 მაისს მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, რომელიც გახლავთ ათონის წმინდა მთის მთავარეპისკოპოსი გუშინ 27 მაისს წმინდა მთას ეწვია. ათონის წმინდა მთის მონასტერთა წინამძღვრები და ოფიციალური წარმომადგენლები პატრიარქს ათონის წმინდა მთის დედაქალაქ კარიესში დახვდნენ სადაც მოეწყო საზეიმო დოქსოლოგია.
პრემიერის იერუსალიმში ვიზიტის შესახებ საქართველოს მთავრობის ოფიციალური Facebook გვერდი იუწყება: ,,საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოს III-სა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოს ქრისტოფოროს ატალას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა იერუსალიმის პატრიარქსა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მახლობლად მიწის ნაკვეთის საქართველოსთვის გადაცემის პროცესში მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა…
ქალბატონ შუქია აფრიდონიძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ქალბატონ შუქია აფრიდონიძის სახით კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება გამოაკლდა ცნობილ ქართველ მეცნიერთა რიგებს. მან თაობები აღზარდა და უდიდესი წვლილი შეიტანა უცხოური ქართველოლოგიური სკოლის აღორძინებაში, საქართველოს ტოპონომიის, ქართული ენის სტილისტიკისა და ლექსიკოლოგიის შესწავლაში. აღვავლენთ ლოცვებს ქალბატონი შუქიას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა….
ბატონი ვაჟა მაჩაიძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს დიდად ვწუხვართ ბატონი ვაჟას გარდაცვალების გამო. კიდევ ერთი ღირსეული პიროვნება გამოაკლდა საქართველოს საპატრიარქოს იმ თანამშრომელთა რიცხვს, რომლებიც ჩემი მოღვაწეობის დასაწყისი პერიოდიდან დღემდე საქმიანობდნენ ჩვენს საეკლესიო სივრცეში. გულთბილი, დაუზარელი, თავმდაბალი, უღალატო, – ასეთად დარჩება იგი ჩვენს მეხსიერებაში. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვაჟას უკვდავი სულისათვის, რათა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი…
მათემატიკის, ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, ქართველოლოგიისა და მეცნიერების სხვა დარგების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და დაარსებიდან 80 წელთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დაჯილდოვდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, – წმინდა გიორგის ოქროს ორდენით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი patriarchate.ge
ბატონ გიორგი კვესიტაძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბატონ გიორგი კვესიტაძეს გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს,-დაბადებიდან 80 წელს. უკვე ცხრა წელია, რაც იგი ხელმძღვანელობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და, წინამორბედთა მსგავსად, ღირსეულად აგრძელებს იმ გზას, რომელიც უდიდეს მეცნიერთა: ნიკოლოზ მუსხელიშვილის, ილია ვეკუას, ევგენი ხარაძის, ალბერტ თავხელიძისა და თამაზ გამყრელიძის სახელებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, დღეს სხვა…
წელს, ნათლისღების დღესასწაულზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბ-ნმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, რომ ,,მისი უდიდებულესობა იორდანიის მეფე აბდულა II-ისა და მისი უმაღლესობა პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ“. მისივე თქმით, ,,ყველა ქართველისთვის სასიხარულო მოვლენა შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად. ფასდაუდებელი იყო ჩვენი ძვირფასი…
ჩვენო საყვარელო სულიერო შილებო, ყველას გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ. მართალია, კიდევ ერთი წელი მიემატა სამშობლოსგან მოშორებით თქვენი ცხოვრების პერიოდს, მაგრამ მახარებს, რომ უცხოეთში თქვენი ყოფნა არ ნიშნავს თქვენგან და თქვენი შვილებისაგან საქართველოს დავიწყებას, არ ნიშნავს დავიწყებას ჩვენი ენის, რწმენისა და ტრადიციებისა; ამასთან, თქვენ იძენთ გამოცდილებას, ეცნობით ადგილობრივ მიღწევებს მეცნიერებასა და ტექნიკაში, ხელოვნებაში… და გეძლევათ შესაძლებლობა,…