ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
29.08.2022 | 17:44
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი მიტროპოლიტ კალისტეს (უეარი) გარდაცვალების გამო

მის ყოვლადუწმინდესობას, ბართლომეოს I კონსტანტინეპოლის, – ახალი რომის მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქს   თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, გამოვთქვამთ ჩვენს დიდ გულისტკივილს მიტროპოლიტ კალისტეს (უეარი) გარდაცვალების გამო. ეს არის დიდი დანაკლისი თანამედროვე ღვთისმეტყველებისათვის. იგი იყო პიროვნება, რომელიც ყოველმხრივ ცდილობდა, ჩვენი დროის ადამიანები და, განსაკუთრებით, ახალგაზრდები დაეახლოვებინა უფლის გზისათვის და ღვთის შვილებად ექცია ისინი. მის ავტორიტეტულ სიტყვას მრავალი მსმენელი…

26.08.2022 | 20:19
ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქის ინიციატივით კაიროში წმინდა ნინოს სახელობის სამლოცველო აიგო

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის თეოდორე II-ის კურთხევითა და ინიციატივით, ძველი კაიროს ბერძნული სასაფლაოს წმიდა გიორგის სახელობის საპატრიარქო მონასტერში, ღვთისმშობლის ტაძრის მოპირდაპირედ, გამოიყო ადგილი მოციქულთასწორისა და ქართველთა განმანათლებლის, წმ. ნინოს სახელობის სამლოცველოსთვის, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულდა; კურთხევა კი ოქტომბრის თვეში განხორციელდება. აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე). ჩვენის მხრიდან გვსურს,…

23.08.2022 | 19:01
ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელი დევნილებისათვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდულმა ორგანიზაცია ,,დავითიანნმა“ საერთაშორისო მართმადიდებლური ქრისტიანული ორგანიზაცია IOCC -ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მყოფი დევნილი უკრაინელი მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული მისიის მეორე ეტაპი განახორციელა, -100 000 ლარის ღირებულების სუპერმარკეტის ვაუჩერი გადასცა 1000 ბენეფიციარს. ვაუჩერები გაიცა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ორსულები, მარტოხელა დედები, ოჯახები მცირეწლოვანი შვილებით, შშმ პირები, 60 წელს გადაცილებულნი. მადლობას ვუხდით ორგანიზაცია IOCC-ს წარმომადგენლობას საქართველოში აღნიშნული მხარდაჭერისთვის და სხვა ჰუმანიტარული პროექტებისთვის. ამასთან ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება სამების ტაძრიდან საკვების, მედიკამენტების,…

18.08.2022 | 18:01
ოფიცერთა სკოლის მსმენელთა სტუმრობა საპატრიარქოში

საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული აქტიური ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. 2022 წლის 16 აგვისტოს საპატრიარქოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელები ეწვივნენ. მათ დაათვალიერეს საქართველოს საპატრიარქო და გაეცნენ მისი სხვადასხვა სტრუქტურის მუშაობის სპეციფიკას. ახალგაზრდებს თან ახლდა დეკანოზი დავით კასრაძე (სამხედრო კაპელანი). სტუმრებს უმასპინძლეს…

17.08.2022 | 15:41
წინადღესასწაული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ფერისცვალებისა – 05 (18) აგვისტო

ტროპარი ქრისტეს ფერსიცვალებასა მივეგებნეთ სურვილით ბრწყინვალედ მედღესასწაულენი, მორწმუნენო, და ვხმობდეთ: მოიწია დღე საღმრთოსა სიხარულისა, რამეთუ აღვალს მთად თაბორად მეუფე, განბრწყინვებად ელვარებითა საღმრთოსა შუენირებისათა. კონდაკი დღეს საღმრთოთა ფერისცვალებითა უფლისათა კაცობრივი ბუნებაი საღმრთოთ გაბრწინდების და სიხარულით ღაღადებს: იცვალებს ფერს ქრისტე, მაცხოვარი ყოველთა. karibche.ambebi.ge

16.08.2022 | 16:49
მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), ესტუმრა ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიას

2022 წლის 16 აგვისტოს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), ესტუმრა ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიას, სადაც წმინდა პირველმოწამე რაჟდენის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ნიქოზის ამაღლების სახელობის ტაძარში, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) მასპინძლობით და წმინდა სინოდის წევრ სხვა მღვდელმთავრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა საღმრთო ლიტურგიაში. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and…

12.08.2022 | 15:54
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქალკედონის მიტროპოლიტ ემანუელს შეხვდა

ა.წ. 11 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, – ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი (ადამაკისი) მიიღო. მიტროპოლიტმა ემანუელმა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას გადასცა მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ძმური მოკითხვა და ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებული მილოცვა, ასევე, – სამძიმარი ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალების გამო სტუმარმა აღნიშნა ისიც, რომ…

12.08.2022 | 15:50
N 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ტაძარი იკურთხა

ა.წ. 11 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) N10 პენიტენციურ დაწესებულებაში წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ახლადაშენებული ტაძარი აკურთხა. ტაძრის გახსნას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი ბ-ნი რატი ბრეგაძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ბ-ნი ნიკა ცხვარაშვილი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი), სასულიერო პირები და მონაზვნები. გთავაზობთ მისი უწმინდესობის მილოცვას ამ დღესთან დაკავშირებით გულითადად მოგესალმებით…

11.08.2022 | 16:34
საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე” ინიციატივა

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე” საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, აგრძელებს პროექტის – ,,ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა” – ახალი ფაზის ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო აქტივობის განხორციელებას. 2022 წლის 3-11 აგვისტოს ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში ქართველი და ოსი ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ახალგაზრდული გაცვლა (საზაფხულო ბანაკი), რომელიც მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს კეთილგანწყობა და მეგობრული ურთიერთობა ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის, ხელი…

Τα σημαντικότερα νέα