ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
30.03.2022 | 14:13
იაპონიის ელჩმა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებმა საქართველოს საპატრიარქოს ეზოში იაპონიის სიმბოლო, – საკურას ნერგები დარგეს

ა.წ. 30 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი იმამურა აკირა და მისი თანმხლები პირები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. ასევე უკრაინაში მიმდინარე ომს და გამოითქვა მისი დასრულების იმედი. მისმა უწმინდესობამ აღნიშნა იაპონიის კულტურისა და ფილოსოფიის განსაკუთრებული და გამორჩეული როლი მსოფლიო ცივილიზაციაში…

19.03.2022 | 19:22
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა საქართველოს პრეზიდენტს (19.03.2022)

მის აღმატებულებას, საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს   ქალბატონო სალომე, გულითადად გილოცავთ დაბადების საიუბილეო თარიღს. დიდია თქვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა, მაგრამ ღმერთი მის მსასოებელთ შეწევნას არ მოაკლებს. გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და სამეუფეო გზით სვლის უნარს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. იხარეთ ორსავ სოფელსა შინა.   პატივისცემით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

16.03.2022 | 18:03
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა

სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები გრძელდება, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. მინდა მოვუწოდო ჩვენს მრევლს (როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მყოფთ) მშვიდობისათვის ერთობლივი ლოცვისთვის. ხვალ, ხუთშაბათს, თბილისის დროით 12:00-ზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ (ტაძარში, სამსახურში, სახლში თუ ქუჩაში) შევეცადოთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვოთ დახმარება დიდი ძალის…

15.03.2022 | 16:55
,,როგორი ქრისტიანია პუტინი როცა ხალხს ხოცავს?!” – უნეტარესი ქრიზოსტომოს II

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უნეტერესმა მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში საუბრისას აღნიშნა რომ რუსეთის პრეზიდენტი მოჩვენებითი ქრისტიანია. ,,როგორი ქრისტიანია ბატონი პუტინი როცა ერთ დღეს ლოცულობს, ჯვარს იწერს, ეზიარება და მეორე დღეს უდანაშაულო ხალხს და ბავშვებს ხოცავს?!” -დასძინა უნეტარესმა wenews.ge

14.03.2022 | 18:14
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა მართლმადიდებლობის ზეიმთან დაკავშირებით

გილოცავთ დიდი მარხვის პირველი კვირის განსრულებას, – მართლმადიდებლობის ზეიმს, ხატთაყვანისცემისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. ღმერთი მშვიდობისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა! ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს მთელი მართლმადიდებელი სამყარო და მსოფლიო, ამინ!  

11.03.2022 | 15:38
მეორე ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან

დღეს, 10 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან განსაცდელში მყოფი უკრაინის მოსახლეობისათვის კვლავ გაიგზავნა ჩვენი მრევლის მიერ მოტანილი, ამჯერად უკვე 10 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი, – საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე ტანსაცმელი. ტვირთის შეგროვებას და გაგზავნას ორგანიზებას უწევს საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნი“, საქართველოს საპატრიარქოს ,,ჩოხოსანთა საზოგადოებასთან“ და ,,ხრიდოლის აკადემიასთან“ ერთად. როგორც ადრე, ამჟამადაც, გზავნილის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს…

10.03.2022 | 17:28
“ამაზრზენია მოძმე ხალხის გამოყენება “წმინდა რუსეთის” დასასუსტებლად და გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად” – რუსეთის პატრიარქი

უცხო ძალების ძალისხმევა რუსი და უკრაინელი ხალხის გაყოფისთვის დაგმო დღეს, ოთხშაბათს, 9 მარტს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ. პატრიარქმა კირილემ მოსკოვის საკათედრო ტაძრიდან ქადაგებაში განაცხადა, რომ „დღეს რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების საკითხი გახდა დიდი, როგორც ამბობენ, გეოპოლიტიკური ნაწილი და ამ გეოპოლიტიკის ერთ-ერთი მიზანია „რუსეთის დასუსტება, რადგან ეს არის ძლიერი ქვეყანა.” “სამწუხაროდ, რა ამაზრზენი და საზიზღარია მოძმე…

10.03.2022 | 17:25
“აზრს დაკარგავს ჩვენი მარხვა თუ უკრაინელ ლტოლვილებს არ შევიფარებთ” – რუმინეთის პატრიარქი

,,რუმინეთის საპატრიარქო მადლობას უხდის ყველა ეპარქიას, რომელიც გამოეხმაურა მის მოწოდებას ძმური თანამშრომლობის შესახებ და აგრძელებს წვლილის შეტანას უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. კერძოდ, მადლობას ვუხდით უკრაინის საზღვარზე არსებულ ეპარქიებს: ბესარაბიის, სუჩავასა და რადაუთის, მარამურესა და სატმარის ასევე ტულჩეას. ჯერ კიდევ აუცილებელია უკრაინელი ლტოლვილების დახმარება, რომლებიც ტრანზიტით გადმოდიან რუმინეთში ან ცოტა ხნით აქ რჩებიან. ამავდროულად, მოწოდებული ვართ, გავზარდოთ…

09.03.2022 | 15:37
ამ დღეებში განსაკუთრებით ვლოცულობთ უკრაინაში მშვიდობისთვის – სერბეთის პატრიარქი პორფირე

,,ძმებო და დებო ჩვენ მუდმივად ვლოცულობთ მშვიდობისთვის მაგრამ ამ დღეებში განსაკუთრებით ვლოცულობთ უკრაინაში მშვიდობისთვის! ჩვენი პირადი მოგონებები, თითოეული ჩვენთაგანის მოგონებები ყოფილ იუგოსლავიაში ტრაგიკული ომისა და კონფლიქტების შესახებ არ ავიწყდება ჩვენ გულებს! აჰა არის კიდევ ერთი ომი, რომელიც დაიწყო ევროპაში, ჩვენს ქრისტიან ძმებს შორის, რუსებსა და უკრაინელებს შორის! ეს ომი ავლენს განხეთქილებას! ეს ომი წარმოშობს ტანჯვას…

Τα σημαντικότερα νέα