ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
06.06.2022 | 18:01
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელიზაბეტ II-ს

მის უდიდებულესობას, ელიზაბეტ II დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს   თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტზე აღსაყდრების 70 წლისთავს. დღეს მსოფლიოში თქვენ ბრძანდებით ყველაზე გამორჩეული მონარქი და სამეფო ტახტის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი გამგებელი. თქვენი მოღვაწეობა მთელი ეპოქაა, რომელმაც წლების…

03.06.2022 | 17:54
წმინდა მოწამე პავლე (+1818) – 22 მაისი (4 ივნისი)

წმინდა პავლე დაიბადა XVIII საუკუნის ბოლოს ღარიბ ოჯახში პელოპონესში. მეწაღის ხელოვნების სასწავლებლად სხვა ქალაქში წავიდა. თოთხმეტი წლის შემდეგ დაბრუნდა ფეხსაცმლის კერვაში დახელოვნებული და დასახლდა ქალაქ კალავრიტაში. იქირავა სახელოსნო და დაიწყო მუშაობა. როცა ქირის გადახდის დრო მოვიდა და მეპატრონემ კუთვნილი თანხა მოსთხოვა, პავლემ უპასუხა: “მირჩევნია თურქი გავხდე, ვიდრე ამხელა თანხა გადავიხადოო.” ბოროტმა ასეთი სიტყვები ათქმევინა პავლეს,…

02.06.2022 | 16:48
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ივერონში წირა [ფოტო]

27 მაისს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ათონის წმინდა მთაზე ივერონის მონასტერში წირა. მისმა ყოვლადუწმინდესობამ ლიტურგია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ეკვდერში აღასრულა. მსოფლიო პატრიარქმა ძველ სტილში, სამღვდელო შესამოსლით იმსახურა.   wenews.ge

02.06.2022 | 16:44
მსოფლიო პატრიარქს ათონის წმინდა მთაზე ოცივე მონასტრის წარმომადგენლობა მიეგება [ფოტო]

გუშინ 27 მაისს მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, რომელიც გახლავთ ათონის წმინდა მთის მთავარეპისკოპოსი გუშინ 27 მაისს წმინდა მთას ეწვია. ათონის წმინდა მთის მონასტერთა წინამძღვრები და ოფიციალური წარმომადგენლები პატრიარქს ათონის წმინდა მთის დედაქალაქ კარიესში დახვდნენ სადაც მოეწყო საზეიმო დოქსოლოგია.

02.06.2022 | 16:41
საქართველოს პრემიერმა წმინდა ქალაქ იერუსალიმში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა [ფოტო]

პრემიერის იერუსალიმში ვიზიტის შესახებ საქართველოს მთავრობის ოფიციალური Facebook გვერდი იუწყება: ,,საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოს III-სა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოს ქრისტოფოროს ატალას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა იერუსალიმის პატრიარქსა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მახლობლად მიწის ნაკვეთის საქართველოსთვის გადაცემის პროცესში მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა…

01.06.2022 | 18:44
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

ქალბატონ შუქია აფრიდონიძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ქალბატონ შუქია აფრიდონიძის სახით კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება გამოაკლდა ცნობილ ქართველ მეცნიერთა რიგებს. მან თაობები აღზარდა და უდიდესი წვლილი შეიტანა უცხოური ქართველოლოგიური სკოლის აღორძინებაში, საქართველოს ტოპონომიის, ქართული ენის სტილისტიკისა და ლექსიკოლოგიის შესწავლაში. აღვავლენთ ლოცვებს ქალბატონი შუქიას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა….

31.05.2022 | 16:41
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

ბატონი ვაჟა მაჩაიძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს   დიდად ვწუხვართ ბატონი ვაჟას გარდაცვალების გამო. კიდევ ერთი ღირსეული პიროვნება გამოაკლდა საქართველოს საპატრიარქოს იმ თანამშრომელთა რიცხვს, რომლებიც ჩემი მოღვაწეობის დასაწყისი პერიოდიდან დღემდე საქმიანობდნენ ჩვენს საეკლესიო სივრცეში. გულთბილი, დაუზარელი, თავმდაბალი, უღალატო, – ასეთად დარჩება იგი ჩვენს მეხსიერებაში. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვაჟას უკვდავი სულისათვის, რათა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი…

31.05.2022 | 16:38
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დააჯილდოვა

მათემატიკის, ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, ქართველოლოგიისა და მეცნიერების სხვა დარგების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და დაარსებიდან 80 წელთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დაჯილდოვდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, – წმინდა გიორგის ოქროს ორდენით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი   patriarchate.ge  

30.05.2022 | 17:48
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ბ-ნ გიორგი კვესიტაძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით

ბატონ გიორგი კვესიტაძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით   ბატონ გიორგი კვესიტაძეს გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს,-დაბადებიდან 80 წელს. უკვე ცხრა წელია, რაც იგი ხელმძღვანელობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და, წინამორბედთა მსგავსად, ღირსეულად აგრძელებს იმ გზას, რომელიც უდიდეს მეცნიერთა: ნიკოლოზ მუსხელიშვილის, ილია ვეკუას, ევგენი ხარაძის, ალბერტ თავხელიძისა და თამაზ გამყრელიძის სახელებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, დღეს სხვა…

Τα σημαντικότερα νέα