ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
15.11.2022 | 17:01
კვიპროსის ეკლესიის ახალი მწყემსმთავრის არჩევნები 18 დეკემბერს ჩაინიშნა

რიგგარეშე წმინდა სინოდი ორშაბათს, 13:00 საათზე დაასრულდა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები მთავარეპისკოპოსის არჩევნების შესახებ. არჩევნები 18 დეკემბერს, კვირას გაიმართება, როგორც კვიპროსის ეკლესიის ტახტის მოსაყდრემ აღნიშნა, იქნება ბიულეტენი კანდიდატების ფოტოებით, პარალელურად, საარჩევნო უბნებზე იქნებიან როგორც კანდიდატების, ასევე საჯარო მოხელეების წარმომადგენლები. თუ რაიმე პრობლემაა პროტესტთან დაკავშირებით ან სხვა რამესთან დაკავშირებით, თარიღი შეიძლება შეიცვალოს. ხმის მიცემის უფლება ექნებათ…

14.11.2022 | 18:43
100 000 მოწამის ხსენების დღე

ა.წ. 13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) და წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) სამღვდელოებასთან ერთად მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადეს და ათთა ბევრთა, საქართველოსთვის წამებულთა შეავედრეს ჩვენი ხალხი და ქვეყანა.   wenews.ge

11.11.2022 | 18:53
დაუვიწყარია მისი მართლმკვეთელური მსახურება ეკლესიის წინაშე”-უნეტარესი ანასტასიოსი უნეტარეს წრიზოსტომოსზე

,,გულის ტკივილით შეგვატყობინეს ჩვენი საყვარელი ძმის და თანამწირველის, კვიპროსის მთავარეპისკოპოსის ბატონი ქრიზოსტომოსის, უფალში შესვენების შესახებ, რომელთანაც ჩვენ გვქონდა დიდი ხნის გულწრფელი მეგობრობა. ახლადშესვენებული ნეტარი ქრიზოსტომოსი გამოირჩეოდა მართლმადიდებლური სულიერებით, კაცთმოყვარეობით, პატრიოტიზმით! მან გასწია მსახურება კვიპროსელი ღვთისმოსავი მართლმადიდებელი ხალხისთვის სიბრძნით, სულიერი ჰარმონიით და ნაყოფიერი შრომით. დაუვიწყარია მის პასუხისმგებლობა და მართლმკვეთელური მონაწილეობა მართლმადიდებლურ კრებებსა და განსაკუთრებით კრეტის წმინდა…

11.11.2022 | 18:52
უნეტარეს ქრიზოსტომოსის სამოქალაქო პანაშვიდი მოციქულ ბარნაბას საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს [ფოტო]

10 ნოემბერს ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსის უნეტარეს ქრიზოსტომოსის ცხედარი კვიპროსის წმ.ბარნაბა მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. უნეტარეს ქრიზოსტომოსს შაბათს 12 ნოემბერს წესს აუგებს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი. wenews.ge

10.11.2022 | 17:50
გარდაიცვალა საპატრიარქოში მცხოვრები მონოზონი

ა.წ. 9 ნოემბერს, ოთხშაბათს, 73 წლის ასაკში ღვთივგანისვენა სქემოსანმა მონოზონმა თეოფანიამ (ათანასია, სტეფანიდა კოლპაკმა). იგი მოლდოვადან, უფრო ზუსტად გაგაუზეთიდან, ჩამოვიდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სრულიად კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო და აღარც განშორებია მას. ღმერთმა შეიწიროს ათეული წლების მანძილზე მის მიერ გაწეული შრომა და სავანე მართალთა დაუმკვიდროს. სქემონოზონ თეოფანიას დაკრძალვა შედგება პარასკევს, 14:00 საათზე,…

10.11.2022 | 17:49
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ΙΙ-ის სამძიმარი სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოს II-ის გარდაცვალების გამო

მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, პაფოს მიტროპოლიტ გიორგის, ახალი იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსის ტახტის მოსაყდრეს, კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდს   საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით კვიპროსის ეკლესიის სისავსეს ვუსამძიმრებთ მისი უნეტარესობის, ახალი იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს II-ის გარდაცვალებას, რაც დიდი დანაკლისია მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის; მან დიდი და რთული გზა განვლო და წლების მანძილზე გაწეული…

08.11.2022 | 17:56
ღმერთში განსვენება ჰპოვა ქრისტეს ეკლესიის დაუღალავმა მუშაკმა” – ანტიოქიის პატრიარქი იოანე X

,,ნეტარი მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი იყო დიდი მოცულობის საეკლესიო პიროვნება, თავისი საღვთისმეტყველო განათლების, ადმინისტრაციული შეხედულებისამებრ და პასტორალური სენსიტიურობით, ის განუწყვეტლივ სწირავდა ეკლესიას და კვიპროსის ხალხს თავის მთელ ენერგიას. იგი დაუღალავად იბრძოდა ცოცხალი და მებრძოლი ეკლესიისთვის! იგი გაბედულაფ თანამშრომლობდა სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებთან, რომელთაგან ბევრს მხარს უჭერდა მეგობრული და თავგანწირული სულისკვეთებითა და წინდახედულებით, რაც მას გამოარჩევდა. მისმა მამაცმა დამოკიდებულებამ…

08.11.2022 | 17:53
დავკარგეთ უდიდესი სულიერი აღზრდის საეკლესიო კაცი და პიროვნება” – ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი თეოდორე II

,,ღრმა მწუხარებითა და გულის ტკივილით შეგვატყობინეს ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის ნეტარი მთავარეპისკოპოსის, ბატონი ქრიზოსტომოს II-ის, უსაყვარლესი და სანუკვარი ძმის და ჩვენი თანამწირველის გარდაცვალების შესახებ. ვევედრებით უფალს, რომ მისმა სულმა მშვიდად განისვენოდ. მარადიული იყოს ხსოვნა ახალო იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის ღირსი მთავარეპისკოპოსის, ბატონი ქრიზოსტომოს II-ის, უდაო სულიერი აღზრდის საეკლესიო კაცისა, რომელიც მადლით ემსახურებოდა კვიპროსის სამოციქულო…

07.11.2022 | 19:25
გაიგეთ როგორ ხდება კვიპროსის ეკლესიის მეთაურის არჩევა

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების 23-ე მუხლის თანახმად, ენციკლიკაში რწმუნებულის მიერ დადგენილ თარიღში კვიპროსის მთელ ტერიტორიაზე იმართება არჩევნები, ფარული საყოველთაო კენჭისყრით, სამეულის არჩევისთვის. ხმის მიცემის უფლება აქვს თვრამეტი წელზე უფროსი ასაკის ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ კვიპროსში მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში და არიან რეგისტრირებული ამომრჩეველთა სიაში, რომელსაც ამტკიცებს წმინდა სინოდის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია….

Τα σημαντικότερα νέα