ორშაბათს, 24 ოქტომბერს, მახათას მთის ათონელ მამათა მონასტერში ჩატარდა მისი უწმინდესობის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შეხვედრა. ეს ღონისძიება ერთ-ერთია იმ საზეიმო ციკლიდანაა, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით იმართება. შეხვედრის თემა გახლდათ ,, შვიდგზის ლოცვების მნიშვნელობა და მათში შემავალი ლოცვების სულიერ-საღვთისმეტყველო ანალიზი”. მის უწმინდესობას არაერთგზის აღუნიშნავს, რომ თავისი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს მოვლენად ამ ლოცვების შექმნას…
ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი უნეტარესი იოანე სასწრაფო რეჟიმში კვიპროსზე გადაფრინდა და მოინახულა უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. wenews.ge
ა/წ 27 ოქტომბერს, 14 საათზე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მე-8 აუდიტორიაში სასულიერო სემინარიის (თეოლოგიის პროგრამა, ბაკალავრიატი) სტუდენტებისთვის გაიმართება შეხვედრა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ ვახტანგ გოილაძესთან. ბატონი ვახტანგი წაიკითხავს ლექციას თემაზე: ,,მეფთა ცხოვრების“ ბედი და მასთან დაკავშირებული საქართველოს ისტორიის პრობლემები. დასწრება თავისუფალია სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაც. tsas.ge
20 ოქტომბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შედგა აკადემიის სტუდენტის გოჩა ცუხიშვილის სამაგისტრო ნაშრომის დაცვა თემაზე: „მარტვილობაი ორმეოცთაი და საეკლესიო ტრადიცია“. ნაშრომი მომზადდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლელა ხაჩიძის ხელმძღვანელობით, რეცენზენტი იყო თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია. ნაშრომის ენობრივი ანალიზი ეკუთვნის ფილოლოგიის დოქტორს ქეთევან მამასახლისს. სამაგისტრო ნაშრომის დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის,…
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ლონდონში იმყიფება, დღევანდელ საღმრთო ლიტურგიაზე მიწვეული იყო საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, დიდი ბრიტანეთის ქართული ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) მსოფლიო პატრიარქმა მთავარეპისკოპოს ზენონს გულსაკიდი სამღვდელმთავრო პანაღია უსახსოვრა. wenews.ge
სრულიად რუმინეთის პატრიარქმა მისმა უნეტარესობამ დანიელმა ბუქარესტის საპატრიარქო რეზიდენციაში უმასპინძლა საქართველოს სრულუფლებიან ელჩს რუმინეთში მის აღმატებულებას ბატონ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილს. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე პატრიარქმა ელჩი დალოცა და მომავალი წარმატებული საქმიანობა უსურვა. wenews.ge
გულითადად გისამძიმრებთ დედის, ქალბატონ ნინოს (ინას), გარდაცვალებას. დიდია მისი დამსახურება შვილების წინაშე და, ბუნებრივია, დიდია თქვენი გულისტკივილი მასთან განშორების გამო. მაგრამ უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ ჩვენი სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, არამედ, – გარდაცვალებით; გარდაცვალება კი დასაწყისია მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა მოვემზადოთ. აღვავლენთ ლოცვებს ქალბატონი ნინოს (ინას) უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა სავანე თვისი…
იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი უნეტარესი თეოფილე მესამე კვიპროსში ჩავიდა იერუსალიმის პატრიარქს კვიპროსში ჩასვლა პირადად სთხოვა კვიპროსის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა ქრიზისტომოსმა რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო მონაცემებით მძიმეა. უცნობია მიზეზი თუ რატომ გახდა საჭირო იერუსალიმის პატრიარქის საგანგებო და სასწრაფო ვიზიტი კვიპროსში. wenews.ge
კვლავ ვემშვიდობებით უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლებს, – ალუდა ზვიადაურს, კახა გოგოლს, ბერდია ჯოხაძეს, გელა გოგიასა და ედიშერ კვარაცხელიას, რომელთაც სიცოცხლე გაწირეს მოყვასის დასაცავად. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული,…