ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
08.02.2021 | 16:37
საეკლესიო კალენდარი: 8 თებერვალი

მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს – დავითობას აღნიშნავს. ასევე ღირსთა: ქსენოფონტის, მარიამის, არკადისა და იოანეს, მოწამეთა: ანანია ხუცის, პეტრე საკნისმცველის და მათთან შვიდთა მხედართა, ღირსი სვიმეონ ძველის ხსენების დღეც. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. დავით აღმაშენებელი 1089 წელს აფხაზთა და ქართველთა მეფის…

07.02.2021 | 19:45
საეკლესიო კალენდარი: 7 თებერვალი

მართლმადიდებელი ეკლესია 7 თებერვალს გრიგოლ ღმრთისმეტყველის, წმიდა გაბრიელის, იმერეთის ეპისკოპოსის,  მოწამეთა ფილიცატას,  იანუარის, ფელიქსის, ფილიპეს, სილვანეს, ალექსანდრეს, ვიტალის და მარციალის, ღირსი პოპლი ასურისა და ღირსი მარი მგალობელის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდანთა შორის მამაჲ ჩვენი გრიგოლ კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი – ღვთისმეტყველი წმიდა გრიგოლი, რომელსაც იოანე მოციქულის მსგავსად ღვთისმეტყველი ეწოდა, 329 წელს დაიბადა კაბადოკიაში, განათლებულსა და შეძლებულ…

07.02.2021 | 18:14
მიტროპოლიტი შიო – რაც უფრო მეტად გვიშლიან ხელს ჩვენივე თავი, ბოროტი სულები თუ ადამიანები, მით უფრო მეტად უნდა განვაგრძოთ უფლისკენ სვლა, ლოცვა და ღაღადი

რაც უფრო მეტად გვიშლიან ხელს – ჩვენივე თავი, ბოროტი სულები თუ ადამიანები – მით უფრო მეტად უნდა განვაგრძოთ უფლისკენ სვლა, ლოცვა და ღაღადი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, იწყება დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც არის „ცოდვებზე ფიქრის, სინანულის, განსაკუთრებული ლოცვის, ცოდვათაგან…

06.02.2021 | 20:27
სერბეთის პატრიარქის არჩევნები შესაძლოა ახალაშენებულ წმ. საბას საკათედრო ტაძარში ჩატარდეს

მღვდელმთავართა კრება, რომელზეც 18 თებერვალს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მეთაური უნდა აირჩიონ, დიდი ალბათობით ქ. ბელგრადის წმ. საბას სახელობის საკათედრო ტაძრის კრიპტაში გაიმართება, – ამის შესახებ სერბეთის საპატრიარქო ტახტის ადგილისმცველმა (მოსაყდრე), დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა განაცხადა. კრების მუშაობის ორგანიზებისათვის სამი ადგილი განიხილება. საბოლოო გადაწყვეტილება წმინდა სინოდის 10 თებერვლის სხდომაზე გახდება ცნობილი. მეუფე ქრიზოსტომოსის თქმით, თავად კრების…

06.02.2021 | 20:21
იერუსალიმის პატრიარქმა და უკრაინის ელჩმა ისრაელში თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III -მ და უკრაინის ელჩმა ისრაელში, ევგენი კორნიჩუკმა, იერუსალიმის საპატრიარქოსა და უკრაინის ურთიერთობების ისტორიის შესწავლისა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ამის შესახებ საუბარია ისრაელში უკრაინის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. “4 თებერვალს, იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში, გაიმართა ელჩის შეხვედრა იერუსალიმის პატრიარქთან. შეხვედრის მიმდინარეობისას უკრაინასა და იერუსალიმის საპატრიარქოს შორის ურთიერთობის ისტორიის შესწავლის დაწყების პერსპექტივები განიხილეს”, –…

06.02.2021 | 18:10
საეკლესიო კალენდარი: 6 თებერვალი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 თებერვალს საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-ს, ღირსი ქსენიას, მოწამეთა: ბაბილა სიცილიელის, ტიმოთეს და აღაპიოსის,ღირსი ფილონის, ასევე ღირსი მაკედონის, ხსენების დღეს აღნიშნავს.   მელქისედეკ I მელქისედეკ I იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1010-1033 წლებში. ის იყო  ბაგრატ III-ის ახლო ნათესავი. მელქისედექმა მისი კათოლიკოსობის პერიოდში ააშენა და განამშვენიერა სვეტიცხოვლის ტაძარი. მელქისედეკ I დიპლომატიური მიზნით არაერთხელ ყოფილა კონსტანტინოპოლში,…

05.02.2021 | 16:21
საპატრიარქო: ცალკეული მედიასაშუალებები სისტემატურად არღვევენ სხვის არაქონებრივ უფლებებს

საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება 30 იანვარს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) შესახებ. „ამ სიუჟეტის ბოლოს მაყურებელს ამცნეს, თითქოს მიტროპოლიტი საბა, პატრიარქის ქორეპისკოპოსთან, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან (ჭუაძე) ერთად, წარსულში სასულიერო პირისათვის შეუფერებელი ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული, რაც სრული სიცრუეა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. ამავე განცხადების თანახმად, სასულიერი პირების მიმართ სხვა…

05.02.2021 | 16:16
ილია მეორე – სიყვარულის გაცემისთვის უშურველი, წრფელი, მეგობრობისათვის მოწოდებული, თავის ხმასავით ძლიერი და ლმობიერი, სარწმუნოებისათვის გულმხურვალე – ასეთად დარჩება თემურ წიკლაური ჩვენს მეხსიერებაში

საქართველოს საპატრიარქო საესტრადო მომღერლის, ანსამბლ „ივერიას“ წევრის თემურ წიკლაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს სამძიმრის წერილს ავრცელებს. „მთელი საქართველო გლოვობს ბატონ თემურ წიკლაურის გარდაცვალებას; იშვიათია ადამიანი, რომ ასე უყვარდეს საზოგადოებას, როგორც არა მარტო მომღერალი, არამედ, როგორც პიროვნებაც. ყველა ლოცულობდა მისი გადარჩენისთვის, მაგრამ იგი, ღვთის განგებულებით, ცათა სიმაღლეების გზას შეუდგა. პირველად მას მეუღლესთან ერთად…

05.02.2021 | 15:46
როგორ მოვიპოვოთ მაცხოვნებელი სიმდაბლე და განვაგდოთ დამღუპველი ზვაობა სიამაყისა?

როგორ მოვიპოვოთ მაცხოვნებელი სიმდაბლე და განვაგდოთ დამღუპველი ზვაობა სიამაყისა? სიმდაბლის გზა ამგვარია: მარადის მას უნდა ვეძიებდეთ და იმ საქმეებს უნდა აღვასრულებდეთ, რომელთაც სიმდაბლე მოაქვთ; არც ერთი უბრალო (მდაბალი, უნდო) საქმე არ უნდა მივიჩნიოთ საზიანოდ, რამეთუ სული თავისსავე საქმეებს ემსგავსება: რასაც აკეთებს, ის აღიბეჭდება მასზე. დაე, შენი გარეგნული სახეც, და შესამოსელიც, და სიარულიც, და ჯდომაც, და…

Τα σημαντικότερα νέα